FM97.5 / LIVE

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.03.2019
რამდენად უყურებს და ენდობა მაყურებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს – ამ საკითხზე ახალციხეში არხის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა

შეხვედრა დღეს, 7 მარტს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა: "გვაინტერესებს, რამდენად მოსწონთ აქ მცხოვრებლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემები. თუ არის ისეთი გადაცემები, რომელიც არ აინტერესებთ ან რომლის ყურების სურვილიც
ექნებოდათ. ასევე გვაინტერესებს რას შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, რა ხარვეზები გვაქვს, რომ გამოვასწოროთ ან გავაუმჯობესოთ", – განაცხადეს საბჭოს წევრებმა.

შეხვედრაზე ადგილობრივებმა მაუწყებლის, როგორც დადებით მხარეებზე, ასევე ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება: "ეს ტელევიზია ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, ამიტომ უნდა პასუხობდეს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს. პირველ რიგში, რასაც მე ვხედავ მას ოპეერატიულობა აკლია. ასევე არის შემეცნებითი გადაცემების ნაკლებობაც. ისეთი გადაცემებია საჭირო, რომელიც ადამიანების ცნობიერებას აამაღლებს. კარგი იქნება თუ საბავშვო გადაცემებს გაითვალისწინებთ", – განმარტა სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ქეთინო მიშველაძემ.

დღესვე, სამცხე–ჯავახეთში სამეურვეო საბჭომ საპილოტე საზოგადოებრივი საბჭო შექმნა და რეგიონის წარმომადგენელიც დანიშნა, რომელიც საზოგადოების აზრს საბჭოს მიაწოდებს.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს სამეურვეო საბჭოს წევრები ქვეყნის ოთხ რეგიონში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე–ჯავახეთსა და იმერეთში მართავენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალციხელებს შეხვდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რეგიონული მედია საზმაუს სამეურვეო საბჭოში მხარს ია მამალაძის კანდიდატურას უჭერს
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა
რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს და საზმაუს სამეურვეო საბჭოს
კოალიცია იაკობაშვილის შეურაცხმყოფელ განცხადებებზე პარლამეტის და ბორდის რეაგირებას ითხოვს
საქართველოს რეგიონული მედიის მიმართვა საქართველოს პარლამენტს
არასამთავრობოები: საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს პოლიტიკური დებატების და არა პოლიტიკური თამაშების პლატფორმად
17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება