FM97.5 / LIVE

ექიმი გვირჩევს: სქოლიოზი [Video]

მთავარიSK TV, ექიმი–რადიო 07.03.2019
სქოლიოზი იგივე ხერხემლის სვეტის გამრუდება ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. რომელი ასაკიდან და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ დაავადება არ ჩამოგვიყალიბდეს – რჩევებს ექიმი–ვერტებროლოგი ლია მერაბიშვილი მოგვცემს.



სქოლიოზის გამომწვევი მიზეზები:

► კუნთოვან-იოგოვანი უკმარისობა - ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, რაც ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს;
► ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია - სქესობრივი მომწიფების ასაკში, როდესაც ორგანიზმში ხდება ჰორმონული ძვრები, მცირდება ძვლების სიმკვრივე, რაც არასწორი ფიზიკური დატვირთვის დროს ხერხემლის გამრუდებით სრულდება;
► ზურგისა და მუცლის კუნთების სისტემატური ცალმხრივი სტატიკური დატვირთვა. ასეთია, მაგალითად, პროფესიული და ფუნქციური სკოლიოზები, მათ შორის - სასკოლო სკოლიოზიც. დიდია მათ განვითარებაში კომპიუტერის როლი;
► პათოლოგიის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ბრტყელი ტერფი და ტერფის მაღალი თაღიც;
► არსებობს თანდაყოლილი სკოლიოზებიც, რომლებიც მუცლადყოფნის პერიოდში სხვადასხვა დარღვევითა და მემკვიდრეობითი ფაქტორებით არის განპირობებული.

სქოლიოზის ძირითადი სიმპტომებია:

► სწორად დგომისას მხრები სხვადასხვა დონეზეა;
► თავი არ არის სხეულის ცენტრში (შესაძლოა, სხვადასხვა დონეზე იყოს ყურები);
► ბარძაყები არ არის ერთ სიმაღლეზე;
► ხელების სიგრძე სხვადასხვაა;
► ზურგის ტკივილი;
► ფეხების ტკივილი;
► ნაწლავებისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რიტმის დარღვევა, რაც ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიით მთავრდება;
► ფილტვების და გულის ფუნქციის დარღვევა.

სქოლიოზის პრევენციისათვის ექიმები გირჩევენ:

► ადრეული ასაკიდანვე დაუკვირდით ბავშვის ხერხემლის ფორმას და სიმეტრიებს;
► არ გამოგეპაროთ ბრტყელტერფიანობა და დროულად ჩაუტარეთ ბავშვს ტერფის კორექცია;
► კუნთებისა თუ სახსრების გახანგრძლივებული ან განმეორებითი ტკივილის დროს ჩაუტარეთ ულტრასონოგრაფიული კვლევა;
► სავალდებულოა ცურვა;
► ხშირად დაწექით მაგარ საწოლზე უბალიშოდ;
► ზურგჩანთა, რომელსაც ბავშვი ატარებს, არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს;
► ბავშვებისთვის უნდა იქონიოთ ასაკის შესაფერისი ავეჯი.

ექიმი გვირჩევს: სქოლიოზი [Video]

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბრტყელტერფიანობა - 21-ე საუკუნის დაავადება ახალგაზრდებში
ექიმი გვირჩევს: ოსტეოართროზი [Video]
ექიმი გვირჩევს: ხერხემლის დაავადებები [Video]
უმცროსკლასელი მოსწავლეები მძიმე სასკოლო ჩანთებს უჩივიან
ექიმი გვირჩევს:  ტყვია ორგანიზმში [ვიდეო]
ექიმი გვირჩევს: ბავშვის ადრეული განვითარება [ვიდეო]
ექიმი გვირჩევს: გულის იშემიური დაავადება [Video]