FM97.5 / LIVE

ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

მთავარისიახლე, განათლება 07.03.2019
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან არლისა და ლელოვნის საჯარო სკოლები იბრძვიან.

ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

საქართველოს მასშტაბით, ფუნალურ ტურში ჯამში 32 სკოლა გადავიდა. გამარჯვებული 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

"კონკურსში ორი მასწავლებელი და ათი მოსწავლეა ჩართული, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს რადგან, ნახევარფინალში მონაწილე სკოლებიდან ყველაზე მაღალი ქულები ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღეს. ბევრი ღონისძიება ჩაატარეს, გააკეთეს მწვანე ოთახი, შეაგროვეს მაკულატურა. სოფელ არალში დასუფთავების აქცია მოაწყეს და შემდეგ საინფრომაციო ფლაერები დაარიგეს, სადაც წერია თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, ძალიან კარგი გუნდია", – ამბობს არლის საჯარო სკოლის დირექტორი მარო ჩხიტუნიძე.

კონკურსის მონაწილეები მათ მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით შეირჩნენ. მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, სოციალური, საგანმანათლებლო და კვლევითი ღონისძიებები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ და სატყეო პორტალ forestry.ge აქვეყნებდნენ.

სამცხე–ჯავახეთიდან 2018 წელს ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად 10 სკოლა ჩაერთო, თუმცა ფინალურ ტურში მხოლოდ ორი მათგანი გადავიდა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად.

კონკურსის მთავარი მიზანია სამოქალაქო აქტივიზმისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე
ლელოვნის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს
ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ