FM97.5 / LIVE

მუსლიმების მხარდასაჭერად კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
სახელმწიფო კანცელარიის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოფელ ჭალაში მინარეთის დემონტაჟისას დაზარალებული ადამინების უფლებების დასაცავად მივიდნენ.

მუსლიმების მხარდასაჭერად კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს
ფოტო: "ნეტგაზეთი"

ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს აქვთ ტრანსფარანტები წარწერებით: "ტერორი ტერორით მთავრდება", "ყველამ თავის ბაჟს მიხედოს".

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, ვისი უფლებებიც გუშინ ადიგენში მომხდარი ინციდენტის დროს დაირღვა.

"ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადდოთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობას. გამოვხატოთ პროტესტი სახელმწიფოს მხრიდან, განსხვავებული რელიგიის მქონე პირების უფლეების დარღვევასთან დაკავშირებით. ამ ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა. უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებები. ჩვენ მოვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ძალადობრივ ქმედებებში", – აცხადებს "ნეტგაზეთთან" საუბარში აქციის ერთ ერთი მონაწილე ეკა ექიზაშვილი, რომელიც კანცელარიასთან სიმბოლურად თავშლით მოვიდა.

აქციაზე ასევე იმყოფება "თავისუფლებისა და დემოკარტიის განვითარების ინსტიტუტის" წარმომადგენელი თეა თუთბერიძე.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაქცია იყო არაადექვატური.

"მე მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რომელთა უფლებებსაც სახელმწიფო არღვევს. სახელმწიფოს განმარტება ამ საკითხზე იყო არასერიოზული. ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელსაც როოგრც მინიმუმ კონსტიტუცია უნდა ჰქონდეს წაკითხული და იცოდეს რა უფლებები ენიჭებათ ადამინებს"– განუცხადა თეა თუთბერიძემ "ნეტგაზეთს".

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

შსს–მ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე 28 პირი დააკავა
ახალციხელი სტუდენტების პროტესტი
ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
კონტრაქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას არ აძლევენ
სოლიდარობა მუშებს – თბილისში საპროტესტო აქცია იმართება
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მთავარ პროკურორად მათ მიერ შერჩეული პირი დაინიშნოს
დაბა ბაკურიანისა და მიტარბის მოსახლეობას აქციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე შეხვდა