FM97.5 / LIVE

‘შვილები მივლიან და არსად წავალ’– გალუსტიანი სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.03.2019
82 წლის გალუსტიანი ამბობს, რომ შვილებთან ერთად თავს კარგად გრძნობს და ამიტომ სოციალური მომსახურების სააგენტოს შეთავაზებაზე, სახელმწიფო მზრუნველობაში გადაეყვანათ, უარს ამბობს.

‘შვილები მივლიან და არსად წავალ’– გალუსტიანი სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე

„ჩემი შვილები მივლიან, ამიტომ არსად გადასვლა არ მინდა“, – გვითხრა მან.

ვლადიმერ გალუსტიანს სახელმწიფო მზრუნელობაში გადაყვანა სოციალური საანგეტოს თანამშრომლებმა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც მისი მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მწოლიარე მომვლელს საჭიროებს.

მისი ერთ–ერთი შვილი რობერტ გალუსტიანი ამბობს, რომ ფულის საშოვნელად დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა სამუშაოს შესრულება უხდება, ამიტომ სახლში იშვიათადაა და შესაბამისად მამასთან ცოტა დროს ატარებს: „ზეწარს ვუცვლი ხოლმე, მაგრამ ხშირად ისვრება. უჭმელად კი არასდროს დამიტოვებია“.

ასევე, კატეგორიულად უარყოფს იგი მამაზე ფიზიკური შეურაცხოფის ფაქტს: „მეზობელმა იჭორავა, მე ამის გამო რატომ უნდა მიწევდეს თავის მართლება? მამაჩემზე არასდროს მიძალადია, არ ვიცი ვის დასჭირდა ჩემზე ამ ტყუილის გავრცელება“.

რობერტ გალუსტიანი ამბობს, რომ ბოლო დროს მერიის წარმომადგენლებს, "სათნოების სახლიდან" მამასთან მეტი საჭმელი მიაქვთ.

ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ახალციხეში, დიდიმამიშვილის პირველში ცხოვრობს. როგორც ერთ–ერთი შვილის სიდედრი ამბობს, 82 წლის კაცზე შვილი ფიზიკურად ძალადობს. მეზობლები აცხადებენ, რომ სახლიდან ჩხუბისა და ტირილის ხმა ხშრიად გამოდის.

შესაძლო ძალადობის ფაქტს პოლიცია იკვლევს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო
82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს
82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმეზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო
ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ
მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა
ახალი ამბები – 7 მარტი [Audio]
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის