FM97.5 / LIVE

‘ნაცრის ყრის’ ოთხშაბათი – კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.03.2019
კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვის ორმოცდღიანი პერიოდი დაიწყო. ტაძრებში ტრადიციული რიტუალი „ნაცრის ყრა“ შესრულდა.

‘ნაცრის ყრის’ ოთხშაბათი – კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო

დღეს, ექვს მარტს, ადიგენში, არლის კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვის პირველი დღის აღსანიშნავად ლიტურგია შესრულდა. წირვა მღვდელმა დარიუშ კომადოვსკიმ აღავლინა.

ქადაგებისას მან დიდმარხვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარხვა, რომლის დროსაც მორწმუნე უარს ამბობს, რომელიმე მავნე ჩვევაზე, ან გარკვეულ საკვებზე, ორმოცდღიანი პერიოდის მხოლოდ ერთი ნაწილია: „ქართულად ამ პერიოდს „დიდ მარხვას“ ვუწოდებთ და ხაზს ვუსვამთ ერთ–ერთ ასპექტს – მარხვას, თუმცა ეს არის ერთ–ერთი და არა ერთადერთი, რადგან ამ პერიოდში სამი მნიშვნელოვანი გზით შეგვიძლია ვიაროთ: ლოცვით, მარხვითა და მოწყალებით“.

ქადაგების დასრულებისას, მან ტრადიციის მიხედვით ნაცარი აკურთხა. შემდეგ კი ნაკურთხი ნაცრის მცირე ოდენობა, მონანიებისა და მოქცევის ნიშნად მორწუნეებს თავზე დააყარა, სიტყვებით: „მოინანიე და იწამე სახარება“.

ტრადიცია სათავეს მერვე საუკუნიდან იღებს, როცა ცოდვილად შერაცხულ ადამიანებს ჯერ ნაცარს აყრიდნენ, შემდეგ კი ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხთან საჯარო მონანიებისკენ უბიძგებდნენ. თავდაპირველად, ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდათ, რომელთა მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებაც საჯაროდ იყო ცნობილი. მე–11 საუკუნეში კი პაპმა ურბანუს მეორემ იგი ყველა მორწმუნეზე გაავრცელა.

ნაცარი, რომელსაც მორწმუნეებს აყრიან, წინა წლის ბზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება. იგი სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლოა.

კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა ორმოცი დღის განმავლობაში გრძელდება. იგი მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულისთვის ამზადებს. წელს, კათოლიკეები აღდგომას 21 აპრილს იზეიმებენ.

‘ნაცრის ყრის’ ოთხშაბათი – კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]
კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა
ნაცრის ყრა, ჯვრის გზა და ოცდაცამეტიანი – დიდმარხვის კათოლიკური ტრადიციები [Video]
'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]
მართლმადიდებლებისთვის დიდი მარხვა დაიწყო
მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]
როგორ აღნიშნავენ კათოლიკურ ტაძრებში ნიკოლოზობას