FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.03.2019
შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტი: შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

„შეწყალება, სასამართლო სისტემა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა სწორედ ისეთი საკითხებია, რომლებიც დღეს საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს.შეწყალების ის პრაქტიკა, რომელიც წინა პრეზიდენტების დროს არსებობდა, ზოგჯერ უფრო ამნისტიას ემსგავსებოდა, ვიდრე იმ კონცეფციას, რომელიც საფუძვლად უდევს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას. ამნისტია ზოგად კრიტერიუმებზე დაფუძნებული სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სასჯელისგან გასათავისუფლებელ პირთა ფართო წრეს.პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არც პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემცვლელია და არც სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი.შეწყალების დისკრეციული უფლება ნიშნავს პრეზიდენტის მიერ განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმის შერჩევას, სადაც უპირატესობა ჰუმანურ პრინციპებს ენიჭება. ამ პრინციპების ზედმიწევნით დაცვა ნიშნავს იმას, რომ შეწყალების აქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ეს ასევე შეამცირებს რისკებს საზოგადოებისთვის, რომლებიც ყოველთვის თან ახლდა მასობრივ შეწყალებას",–განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით,იუსტიციის სამინისტროში გადასვლის შემდეგ შეწყალების კომისია განიხილავს იმ განცხადებებს, რომლებიც დააკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილება კი დარჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.

გადაწყვეტილების მიღებისას ვერ იქნება გათვალისწინებული პირადი, სოციალური, რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის ჩარევები.ზურაბიშვილის თქმით, შეწყალება გამორიცხავს იმასაც, რომ საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს განემარტოს რომელიმე კონკრეტულ საქმეზე შეწყალების მიღების, ან მასზე უარის თქმის, საფუძველი.

[sknews.ge]


20.03.2019 ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

19.03.2019 პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებებია – სამინისტრო მშობლებს მიმართავს

14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.03.2019 სახანძრო უსაფრთხოება – რა მდგომარეობაა სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში

19.03.2019 'ყველას მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით'– მიქუტიშვილის ქუჩაზე დახმარებას ითხოვენ

19.03.2019 სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა

19.03.2019 ახალქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საგზაო ნიშნების საკითხს სამუშაო ჯგუფი სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

შეძლებს თუ ვერა გრიგოლ ვაშაძე,  გაპრეზიდენტების შემთხვევაში,  მერაბიშვილისა და სააკაშვილის  შეწყალებას
პრეზიდენტმა საახალწლოდ 187 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 175 პირი შეიწყალა
პრეზიდენტმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა
გრიგოლ ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას აპირებს
საქართველოს პრეზიდენტმა  226 მსჯავრდებული შეიწყალა