FM97.5 / LIVE

სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.03.2019
სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში, მასობრივადაა გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია. ამის შესახებ ეროვნულ სატყეო სააგენტოში საუბრობენ.

სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში ქერქიჭამია მასობრივადაა გავრცელებული

სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში ათეული წელია ხეების ხმობა შეიმჩნევა და მისი გამომწვევი მიზეზი სწორედ მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამიაა. იორდანიშვილის თქმით, ტყეებში პრევენციის ღონისძიებები 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და სანიტარული ჭრები ხორციელდება.

"ფერომონიანი მწერსაჭერებით ხდება ქექიჭამიასთან ბრძოლა, თუმცა ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ განსაკუთრებით დაზიანებული ტერიტორიაა ბორჯომის პლატო, რომელიც ადგილობრივებით და ტურისტებითაც დატვირთულია. მოგვიწევს, წელსაც გავაგრძელოთ აქ სანიტარული ჭრები", – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

მისი განმარტებით, დაკვირვების შედეგად, სხვა წლებთან შედარებით, წელს მავნებლის გავრცელება შემცირებულია იმ ადგილებში კი სადაც მავნებელია გავრცელებული, სანიტარული ჭრების პარალელურად ხეების დარგვის პროცესი მიმდინარეობს: "ყველაფერი მაინც კლიმატურ ცვლილებებზეა დამოკიდებული, რამაც შესაძლოა გაავრცელოს ან საერთოდ შეამციროს ქერქიჭამია, საბოლოო ჯამში შედეგები იმედის მომცემია".

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
წაღვერის მიმდებარედ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტო: სამცხე–ჯავახეთის ტყეებში მავნებლის ინტენსივობა შემცირებულია
წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება
სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს
სოფელ წინუბნის ტყეში მავნებლის გამო ხეები ხმება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება