FM97.5 / LIVE

'ბაკურიანი ჩვენი 'აქილევსის ქუსლია' – მხარის რწმუნებული კურორტის პრობლემებზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.03.2019
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ტურისტულ სეზონზე ბაკურიანში ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა მწვავედ იდგა, რამაც დამსვენებლებს დისკომფორტი შეუქმნა. გუბერნატორი ირწმუნება, რომ ეს საკითხი 2019–2020 წლებში მოგვარდება.

'ბაკურიანი ჩვენი 'აქილევსის ქუსლია' – მხარის რწმუნებული კურორტის პრობლემებზე

ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ზამთრის სეზონზე, ბაკურიანში ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა ტურისტების გაორმაგებული რაოდენობის გამო შეიქმნა.

"12 000 მანქანა დაფიქსირდა ბაკურიანში, ვიწრო ქუჩებია და ამდენი მანქანის გატარება ვერ შეძლო, იყო საცობები და პრობლემები შეიქმნა , მაგრამ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ გეგმა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითრებვის ფონდი შემოვლით გზას აკეთებს, ეს მოგვცემს იმის საშუალებას რომ ტრანსპორტის ნაკადი შემოვლით გზაზეც გადანაწილდება",– განაცხადა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა.

მისივე თქმით, ბაკურიანში იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაც: "პრობლემა რეალურად მწვავეა, როდესაც მოვაწყობთ პარკინგს და დამსვენებლებს მანქანებს გავაჩერებინებთ საპარკინგე ადგილებზე, ამის შემდეგ შეგვეძლება, რომ გადავიდეთ მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ამაზე ვმსჯელობთ და გადასული ვართ თანხების მოძიების პროცესზე, რომ შევიძინოთ ტექნიკა, ასევე შესაძენი გვყვავს გზის გასაწმენდი ტექნიკა, რომელიც მოძველებულია".

ამირანაშვილი ირწმუნება, რომ ბაკურიანში არსებული პრობლემები 2019–2020 წელებში მოგვარდება და მომავალ წელს ბაკურიანი უკეთესად მომზადებული შეხვდება ტურისტულ სეზონს.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონზე, ბაკურიანში მისულ დამსვენებელს არაერთი პრობლემა დახვდა, მათ შორის დიდი რიგები საბაგიროებთან, საცობები ქუჩებში და დაკეტილი საპირფარეშოები.

კურორტზე არსებული პრობლემების შესახებ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, დღეს, 6 მარტს "მაესტროს" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბაკურიანში  დამსვენებლებს კომფორტი უნდა შევუქმნათ“
ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ბაკურიანში თოვლის გამწმენდ მანქანებს ყიდულობენ
ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში
ბაკურიანში შემოვლითი გზის სამ კილომეტრზე მშენებლობა დასრულდა
ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის ახალი საბაგიროები დამონტაჟდება