FM97.5 / LIVE

კალაძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან ბათუმის მეჩეთში მისვლისას გააკეთა.

კალაძე სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
"მინდა შევახსენო ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ საქართველოში არასდროს მომხდარა რელიგიური დაპირისპირება,ეს არის ჩვენი ხალხის უდიდესი განძი რომელმაც საუკუნეებს და ისტორიის ქარტეხილებს გაუძლო და დღევანდლამდე მოვიტანეთ!

მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ნებისმიერი რელიგიური საფუძვლის მქონე კონფლიქტი არ ასახავს საერთო მდგომარეობას ქვეყანაში და არის ცალკეული, სხვადასხვა მიზეზით მოტივირებული ადამიანების ან მცირე ჯგუფების მოწყობილი პროვოკაცია.

მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს გაიხსენოს პრემიერ– მინისტრის განცხადება აღმსარებლობის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შესახებ!

მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გაითავისოს კათოლიკოს–პატრიარქის შეგონება მოყვასის სიყვარულზე მიუხედავად იმისა რომელ სალოცავში დადის ის.

აგრეთვე მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ პოლიტიკურად ურთულეს პერიოდში ვიმყოფებით და არჩევნებამდე მოსალოდნელია არაერთი ხელოვნურად შექმნილი პრობლემა თუ პროვოკაცია. ყველამ ვიცით რის ფასად მიიღწევა ვალდებულებად აღბული კოჰაბიტაცია და ყველამ ვიცით რამდენად დესტრუქციულია ძალიან ბევრი, ჯერ კიდევ სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი ჩინოვნიკი.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ მინდა სინანული გამოვხატო სააკაშვილის მორიგ გამოხტომაზე , მეჩეთის და დავით აღმაშენებლის სახელის გამოყენებაზე თავისი საფუძველს და მიზანს მოკლებული პიარისთვის... მისი უსირცხვილო განცხადებები თანაგრძნობადაც კი არ ღირს.
რა შეიძლება უთხრა მას– ვისი ფასიც კაპიკია და მილიარდებით აფასებს თავის პერსონას?

რა შეიძლება ითქვას რეჟიმის ლიდერზე– რომლის გასამართლებას ითხოვს ხალხი, და არა ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკოსი?. არანაირ პოლიტიკურ და პიროვნულ ფასეულობას ქვეყნისთვის , ხალხისთვის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის ვინმე სააკაშვილი არ წარმოადგენს, რომ მას რამე ფასი დაედოს ან ვინმესგან იდევნებოდეს.

იგი არის ქვეყნის პოლიტიკური წარსულის ნაწილი, თანამედროვე საქართველოს სირცხვილი და მას არ აქვს ადგილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალში. მე პირადად გაგებით ვეკიდები მის პანიკას მოსალოდნელი ბრალდებებისადმი და ყველას მოგიწოდებთ დაველოდოთ კანონის და სამართლიანობის ჩარჩოში მოქცეული მოვლენების განვითარებას", - წერს კახა კალაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]
კახა კალაძე ამომრჩეველს: მიიღეთ მონაწილეობა მომავლის შექმნაში, აუცილებლად მიდით არჩევნებზე
კახა კალაძე: 'მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა'
კახა კალაძე: საქართველოში არჩევნები შედგა
მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
ვაჰაგნ ჩახალიანი განცხადებას ავრცელებს
გიორგი კვირიკაშვილი:  შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია