FM97.5 / LIVE

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია

მთავარისიახლე, სამართალი 05.03.2019
ვალეში, კათოლიკური რელიკვიების დაწვიდან, ერთი წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე ძიების შედეგი ცნობილი არ არის. ერთი წელია საგამოძიებო უწყებიდან უშედეგოდ ელოდება პასუხს ვალეში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარიც.

ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმე ისევ გამოუძიებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ 2018 წლის მარტში, ვალეში, კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმეზე ძიება კვლავ გრძელდება და შედეგი ჯერ ცნობილი არ არის. უწყებიდან შეკითხვაზე, თუ რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც დამწვარ ნივთებს ჩაუტარდა, პასუხი ვერ მივიღეთ.

გამოძიების შედეგებზე არც საქართველოს მთავარ პროკურატურაში საუბრობენ: „ამ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მას მიმართეთ“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდება ექსპერტიზის პასუხსა და გამოძიების შედეგებს ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მიხეილ სურმავა: „ბევრჯერ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს რომ გამეგო მიზეზები, ან ექსპერტიზის პასუხი, თუმცა ყოველთვის მეუბნებიან, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ წესრიგში ყოფნას რას ეძახიან არ ვიცი“.

2018 წლის 12 მარტს, საღამოს, სოფელ ვალეში, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, რომელშიც კათოლიკეები და მართლმადიდებლები წლებია ერთად ლოცულობენ, კათოლიკური ხატები და ლოცვის წიგნები დაწვეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რელიგიური საქმიანობისთვის ხელისშეშლის მუხლით დაიწყო.

მაშინ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში სამცხე–ჯავახეთის ოლქის უკვე ყოფილი პროკურორი შოთა რიჟამაძე აცხადებდა, რომ როგორც კი საქმეს ბრალდებული, ან დაზარალებული ეყოლებოდა, ინფორმაციას გაავრცელებდა. თუმცა მას რეგიონის დატოვება ისე მოუწია, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არაფერია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს რელიკვიების დაწვაზე: ‘ჯერ ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის’
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს ომბუდსმენი შეისწავლის
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის საქმეზე ათობით მოწმე დაკითხეს
ქართველ მუსლიმთა კავშირი ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტს გმობს
დღის ფოტო: ვალეში კათოლიკური რელიკვიები დაწვეს [Photo]
ვალეში კათოლიკეებმა ბზობის ლიტურგია რელიკვიების დაწვის ადგილიდან დაიწყეს [Photo/Video]