FM97.5 / LIVE

ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მთავარისიახლე, სამართალი 05.03.2019
ბორჯომში, ფაფის დასახლებაში, ხანძრის შედეგად, ვამეხ კაჯაევის ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მერჩულეს ქუჩაზე ცეცხლი კაჯაევების სახლს გუშინ, ოთხ მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრის შედეგედ ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა და ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„სახლში ამ დროს მისი მეპატრონე არ იყო, მე დავრეკე სახანძრო სამსახურში, მეორე სართული ხის იყო და სწრაფად მოედო ცეცხლი, სახანძრო რომ მოვიდა ცეცხლი ორივე სართულს ეკიდა“, – ამბობს კაჯაევების მეზობელი ხათუნა ხაჩიძე.

მათი თქმით, სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობდა. დამწვარია 300 კვ.მ ფართობი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისის წევრები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. დაზარალებულს დაეხმარებიან თუმცა ეს თანხა იქნება თუ სამშენებლო მასალა, ჯერ არ იციან.

მეზობლების განცხადებით, ვამეხ კაჯაევი ბოლო რამდენიმე წელი სახლში მარტო ცხოვრობდა: „მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა საზღვარგერეთ არის წასული. ეს სახლი ჰქონდათ მხოლოდ“.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
წყორძაში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი და ბოსელი დაიწვა [ფოტო]
დიდ პამაჯში ოთხი საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
პატარა ხანჩალში საცხოვრებელი სახლი დაიწვა [ფოტო]
ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
ბორჯომში, სოფელ რველში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა