FM97.5 / LIVE

ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 05.03.2019
თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, ახალციხეში, სოფელ კლდეში, სარწყავი სისტემით სარგებლობა შესაძლებელი იქნება. საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, რომ რწყვის სეზონზე კლდის და წნისის მოსახლეობას პრობლემა აღარ შეექმნება.

ორწლიანი ლოდინის შემდეგ კლდეში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია სრულდება

კლდის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა და ამისთვის 1300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა იმის გამო, რომ სისტემა გამართულად ვერ მუშაობდა, ამ დრომდე მისი ექსპლუტაციაში შესვლა ვერ მოხერხდა.

საქართველოს მელიორაციაში განგვიმარტეს, რომ სარწყავი სისტემის გამართული მუშაობისთვის მილების შეცვლაა საჭირო. ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით, ერთკილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც ახალი მილებია ჩასაწყობი. მილები იმ ადგილზე უნდა გამოიცვალოს, სადაც რკინიგზის ხაზი და თბილისი–ახალციხის საავტომობილო გზა გადის.

„ამ კვირაში გამოცხადდება ტენდერი და სავარაუდოდ აპრილის დასაწყისში გამარჯვებული კომპანია გვეყოლება. ცენტრალური გზა უნდა გადაიკვეთოს და ამისთვის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებას ვაწარმოებთ. სარწყავ სეზონამდე სამუშაოების დასრულებას მოვასწრებთ“, – ამბობს საქართველოს მელიორაციის ტექნიკური დირექტორი თენგიზ აგირბაია.

მისი თქმით, ახალი მილების გაკეთების შემდეგ კლდის სარწყავ სისტემასდაახლოებით 20 წელი პრობლემა აღარ შეექმნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მელიორაციის დაფინანსებით, სოფელ კლდეში 2016–2017 წლებში რეაბილიტაცია მექანიკური აწევის სარწყავი სისტემის სატუმბი სადგურს და სარწყავ ქსელს ჩაუტარდა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა, რისთვისაც ჯამში 1 336 250 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული სატუმბით ნაკვეთებს წყალი მდინარე ფოცხოვიდან უნდა მიეწოდოს.

პირველ ეტაპზე აღდგა სატუმბი სადგური, სატრანსფორმატორო შენობა, წყალმიმყვანი და წყალგამშვები არხები და მაგისტრალური არხი, ასევე, მოეწყო განამაწილებელი, მიმღები და ჩამქრობი ჭები, შემოიღობა სატუმბი სადგურიც. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „მამისონმა“ 1 295 250 ლარად შეასრულა.

შემდეგი ეტაპზე, 2017 წელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სამუშაოები ჩატარდა, ამისთვის ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ქსელმშენმა“ 41 000 ლარი დახარჯა.

საბოლოო ჯამში, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია 2017 წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა ქსელი ექსპლუატაციაში ამ დრომდე არ შესულა.

კლდის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომლითაც წნისელების ბაღებიც უნდა მოირწყოს, 2017 წლის ნოემბერში დასრულდა. რეაბილიტირებული სისტემით 320 ჰექტარი უნდა გასარწყავიანდეს. ერთი ჰექტრის მორწყვა ადგილობრივებს 75 ლარი დაუჯდებათ. სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას შპს „საქართველოს მელიორაცია“ იღებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

კლდე – წნისის სარწყავი სისტემა ექსპლუატაციაში შევიდა
დახარჯული 1 მლნ–ი და ხარვეზებით დასრულებული წყლის პროექტი კლდეში
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მარნეულში [R]
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება
კლდეში სარწყავ არხებს წმენდენ