FM97.5 / LIVE

სს ‘ელმავალმშენებელის’ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 04.03.2019
სს „ელმავალმშენებელში“ ნამდვილად რთული სიტუაციაა ხელფასის გადახდასთან დაკავშირებით. არსებობს 5 თვის სახელფასო დავალიანება, თანამშრომელთა პრეტენზია ცალსახად კანონიერი და სამართლიანია.

სს ‘ელმავალმშენებელის’ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს [R]

დავალიანება სრულად არის აღიარებული ქარხნის ადმინისტრაციის მიერ, ტაბელებში გათვალისწინებულია, დეკლარირებულია და მხოლოდ ფულად სახსრებს ველოდებით მათ გასაცემად.

დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს "ელმავალმშენებლის" მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება.

სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ელმავალმშენებელი ქარხნის შემდგომი სამუშაო გეგმები, თუ რა დატვირთვით ვიმუშავებთ. სამუშაო გეგმები კი ასეთია:

1. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება 8 ერთეული ახალი წევის ძრავის მშენებლობის შესახებ უზბეკეთისთვის. ამ შეკვეთის საერთო ღირებულება 23 200 000 აშშ დოლარია, ხოლო შესრულების ვადაა 2 წელი;

2. ხელმოწერილია შემკვეთის მხრიდან ასევე ხელშეკრულება ახალი წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების მომზადების შესახებ რუსეთის რკინიგზისთვის. ეს შეკვეთა ორ ეტაპიანია და ორ კონტრაქტად ფორმდება. მათგან ერთი – 6 მლნ. აშშ დოლარზე უკვე ხელმოწერილია, ხოლო მეორე – 8 მლნ. აშშ დოლარზე - გაფორმების სტადიაშია;

3. გვყავს ასევე ჩვენი უკვე ტრადიციული კონტრაქტორი, უკრაინული კომპანია `მეტინვესტი~. მათ 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ უნდა გადმოგვცენ 2 წევის აგრეგატი და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალი. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება;

4. ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ მოგვმართა თხოვნით გავარემონტოთ მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა;

5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია;

ასე რომ ქარხანას დიდი გეგმები აქვს, მზადაა შეუდგეს შეკვეთების შესრულებას და იმუშაოს სრული დატვირთვით, როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ხელფასები გაიცემა და თავს დავაღწევთ ფინანსურ კრიზისს.

[sknews.ge]


22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ახალციხელ მოსწავლეს, შესაძლოა, ‘გურული დღიურების’ სტიპენდია შეუწყდეს

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის განცხადება [R]
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა ცნობის გაცემის ვადები და ღირებულება იცვლება
აბასთუმანში 4–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება – პროექტის ღირებულება 26 მლნ აშშ დოლარია
სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა ახალი ჰესი აშენდეს
,,მტკვარიჰესის“ მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ