FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.03.2019
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. თვითმმართველობაში 17 ვაკანტური პოზიციიდან 13 მათგანზე თანამშრომელი შეირჩა, ოთხი პოზიცია კი ისევ ვაკანტურია.

ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე თანამშრომლები შეარჩია

კონკურსის შედეგად შერჩეულ თანამშრომლებს ოფიციალურად მუშაობა არ დაუწყიათ. "ცამეტივე პირმა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს, ამის შემდეგ კი დაინიშნებიან შესაბამის თანამდებობებზე", – განგვიმარტეს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიართობის სამსახურში.

როდის გამოცხადდება კონკურსი ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე, რომლებზეც საკონკურსო კომისიამ თანამშრომელი ვერ შეარჩია, უცნობია.

ვაკანტური პოზიციებია:

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე 80 კონკურსანტის 210 განაცხადი შევიდა. დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ, საკონკურსო კომისიამ გასაუბრებაზე, 48 კონკურსანტი დაიბარა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა
ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის  შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ახალციხის მერიას 13 ახალი თანამშრომელი ჰყავს
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა