FM97.5 / LIVE

'გემი იძირება და გადაიბარგა' – შეფასებები გედევან ფოფხაძის 'ოცნებიდან' წასვლაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.03.2019
ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატის გედევან ფოფხაძის "ქართული ოცნებიდან" წასვლას, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებში აფასებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მასთან თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავენ, ოპოზციაში კი მიიჩნევენ, რომ დეპუტატს მუნიციპალიტეტებისთვის არასდროს უზრუნია.

'გემი იძირება და გადაიბარგა' – შეფასებები გედევან ფოფხაძის 'ოცნებიდან' წასვლაზე

ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ "ქართული ოცნება" დატოვა, თუმცა ამავე მუნიციპალიტეტებში მოქმედ მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ მისი წასვლით ცვლილებები არ მოხდება.

"აქამდეც ერთად კარგად ვმუშაობდით, ბევრი საკითხის მოგვარებაში გვეხმარებოდა და ვფიქრობ ისევ ისე გაგრძელდება ბორჯომისთვის მუშაობა, მისი უმცირესობაში გადასვლით არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ. კითხვაზე რომელი პრობლემა მოგვარდა მუნიციპალიტეტში დეპუტატის დახმარებით, ლიპარტია კონკრეტულ საკითხს ვერ იხსენებს: "ასე კონკრეტულად რა გითხრათ, ძალიან ბევრი გვიმუშავია ერთად, მუნიციპალიტეტის სასიკეთოდ".

შეცვლის თუ არა ასპინძის მუნიციპალიტეტისათვის რაიმეს გედევან ფოფხაძის უმცირესობაში გადასვლით, ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე ვერ საუბრობს: "ახლა ამაზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს რა და როგორ იქნება".

ბორჯომსა და ასპინძაში, ფოფხაძის მიმართ ბევრად კრიტიკულები არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.

"ბოლოს ასპინძაში პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად იყო ჩამოსული, საერთოდ იცის სად არის ასპინძა? სადღა დარჩეს მაგის გაკეთებული საქმე ან პარლამენტში გატანილი რომელიმე საკითხი, ახლა რაღა შეიცვლება, არაფერი იგივე დარჩება როგორც იყო",– გვეუბნება "ნაციონალური მოძრაობის" ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ მოსიძე.

მოსიძის მსგავსად ფიქრობენ ბორჯომში მოქმედი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც: "ჯერ იყო და დიდხანს იდგა საკითხი უნდა წასულიყო თუ არა პარტიიდან და როგორც იქნა წავიდა. ასეთი მერყევი ხასიათი აქვს და ჩემთვის ცოტა არასერიოზულია. ასეთივე მერყევი ადამიანია საქმეშიც, ბორჯომისთვის არც არაფერი გუკეთებია და არც გააკეთებს", – ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი გიორგი გიუაშვილი.

"უკვე მეორე მოწვევით არის პარლამენტში არაფერი გააკეთა, იგი ყოველთვის საკუთარ გუნდზე ზრუნავდა და არა ხალხზე, მაგალითად შარშან ამ დროს სპეცნაზი შემოიყვანა ბორჯომის საკრებულოში და იმაზე იზრუნა, რომ თავის გუნდის წევრებს ხელფასები დამატებოდათ",– გვეუბნება "ევროპული საქართველოს" ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი ბაქარ შირაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის ბაკურ გელაშვილის აზრით, გდევან ფოფხაძის "ქართული ოცნებიდან" წასვლის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ პარტიის რეიტინგი დაეცა და იგი დაშლის პირასაა: "გემი იძირება და აიბარგა, სხვაგან გადასასვლელად. ეს ფოფხაძის ჰობია, ყოველთვის ასე იქცეოდა. კაცმა არ იცის კიდევ რამდენ პარტიას გამოიცვლის".

მისივე თქმით, ფოფხაძის წასვლით მუნიციპალიტეტში არაფერი შეიცვლება – "ხალხთან ურთიერთობა არ აქვს, 2016 წელს ახალქალაქის სოფლებში მისცეს ხმა და დეპუტატად გაიყვანეს, იმიტომ, რომ ენზელ მკოიანის დახმარებით ხალხს აშინებდა, თორე არც ბორჯომელებისა და არც ასპინძელების ნება არ ყოფილა მისი არჩევა".

ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ "ქართული ოცნების" დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება 25 თებერვალს გააკეთა და განმარტა, რომ პარტიაში მისი დარჩენა ლოგიკას არ ექვემდებარებოდა. გადაწყვეტილება ფოფხაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მისი და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ.

ფოფხაძემდე პარტია დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა, რის გამოც ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. გოგიჩაიშვილის და ბესელიას შემთხვევაში მიზეზი მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერების კანონპროექტი იყო. ნაცვლიშვილმა კი პარტია მისი ინიცირებული საპენსიო რეფორმის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა–ბორჯომი]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე
გამოკითხვა: რას ფიქრობთ გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლაზე?
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს
უგულავა: 'ხელისუფლება მეორე ტურს დაშინების ფონზე ჩაატარებს'
'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა