FM97.5 / LIVE

პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს

მთავარისიახლე, სამართალი 03.03.2019
ბავშვის უფლებათა კოდექსს“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს 4 მარტს ერთდროულად ცხრა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.

პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს
პროექტის განხილვა დაგეგმილია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე.

საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადდა. პროექტის მიხედვით, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არა აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები. ბავშვის ოჯახიდან განცალკევება დასაშვები ხდება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში - ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

“ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოები ქმნიან ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის პროგრამებს.

ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის პროგრამები მოიცავს: - საკონსულტაციო და საგანამანათლებლო ღონისძიებებს ბავშვის აღზრდა-განვითარებისა და ბავშვთან არაძალადობრივი კომუნიკაციის ხელშეწყობისათვის; პოზიტიური მშობლობის, ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების კურსებს და კონსულტაციებს ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახური დავების და განქორწინების დროს; მშობლებისათვის პროფესიული განათლების და დასაქმების შესაძლებლობის შეთავაზებას; დღის ცენტრების, მედიაციისა და შერიგების სერვისებს ოჯახური დავების დროს; მკურნალობის კურსი ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების ან სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროების დროს; სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა მარტოხელა მშობლებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების მხარდაჭერის სერვისები; მოზარდების მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის.

ძლიერდება ბავშვთა ალტერნატიული ოჯახური ზრუნვა - კერძოდ, სახელმწიფო ვალდებულება განსაკუთრებული დაცვა და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ბავშვს, რომელიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებულია მშობელთა ზრუნვას. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს ალტერნატიული ზრუნვიდან გამოსულ პირებზე, რომელთაც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ესაჭიროება მხარდაჭერა. სახელმწიფო ადგენს მინდობით აღმზრდელთა რეგისტრაციისა და რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულების სალიცენზიო პირობებს და ბავშვზე ზრუნვის ერთიან სტანდარტებს, ასევე ამ სტანდარტების შესრულებაზე ზედამხედველობის მექანიზმებს.

იქმნება გარანტიები ბავშვის განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისათვის - პროექტით, თითეულ ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების მიღების უფლება განათლების ყველა საფეხურზე. იქმნება ბავშის განათლების ფორმალური და არაფორმალური პროგრამები, ასევე ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამები სახელმწიფო და მუნიციპალურ დონეზე.

პროექტით ძლიერდება ბავშვის სოციალური დაცვა - განისაზღვრება ყოველი ბავშვის უფლება ისარგებლოს სოციალური დაცვით და მომსახურებებით ბავშვის და მასზე მზრუნველი პირების მდგომარეობის, ასაკის, ინდივიდუალური შესაძლებლობების და საჭიროებების გათვალისწინებით. პროგრამების საფუძველზე, სახელმწიფო რესურსების ფარგლებში და საჭიროებისამებრ, აწვდის მშობლებს ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ მიზნობრივ მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას, განსაკუთრებით კვების, ტანსაცმლის და საცხოვრებელი პირობების კუთხით. ბავშვის სოციალური დახმარების ოდენობა, სახე და ხანგრძლივობა განისაზღვრება ბავშვისა და მისი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე.

პროექტის მიხედვით, იქმნება ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები სახელმწიფო ხელისუფლების და მუნიციპალურ დონეზე. პროგრამები იქმნება შემდეგი მიმართულებებით: - არაფორმალური განათლება ზოგადი, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ტექნიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებებით; სპორტული და გასართობი ხასიათის და გონებრივი განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები; სასკოლო ან შრომით ვალდებულებებთან და ოჯახურ გარემოსთან დაკავშირებული ღონისძიებები; საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამები; ბავშვთა დასვენების პროგრამები; ბავშვთა საკონსულტაციო პროგრამები; კულტურული და სახელოვნებო პროგრამები; წინაპროფესიული უნარების განმავითარებელი პროგრამები.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადგენს ბავშვის უფლებას დაცული იყოს ძალადობისგან, რაც გულისხმობს დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან. პროექტის მიხედვით, აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.

[sknews.ge]


17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13.06.2019 13 ივნისიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო

12.06.2019 ახალციხეში საგამოცდო ცენტრი პირველ საჯარო სკოლაში გაიხსნება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.06.2019 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.06.2019 ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

17.06.2019 საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის, ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გაიცემა

17.06.2019 'ტურისტებს საკუთარ სახლში ვმასპინძლობთ' - როგორ ჩაერთნენ ახალციხელები ტურიზმში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება
ჯანდაცვის კომიტეტმა 'პრინციპების დონეზე' ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა

unicef: ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა
სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს