FM97.5 / LIVE

82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.03.2019
ახალციხის მერია, დიდიმამიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანს, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი და სავარაუდოდ, ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ულუფას გაუზრდის და ასევე, სადილს სახლშიც მიუტანს.

82 წლის გალუსტიანზე მერია პასუხისმგებლობას სოციალურ სააგენტოს აკისრებს

ახალციხის მერიის სოციალური განყოფილების თანამშრომლებმა 82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის მდგომარეობა მას შემდეგ შეისწავლეს, რაც მის შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან" შეიტყვეს.

„მას ულუფას გავუზრდით. ჩვენ არ გვაქვს ბინაზე მიტანის სერვისი, მაგრამ პირადად მივაწვდით ხოლმე საჭმელს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი ინგა დიაკონოვი.

ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ცხოვრობს. სოციალური სამსახურის თანამშრომლები ჯერ მხოლოდ ერთს, გრიგოლ გალუსტიანს ესაუბრნენ.

„ვკითხე, მერიიდან რომ შეშა მოგიტანეთ, სად არის მეთქი და მხრები აიჩეჩა. როგორც აღმოჩნდა, დენის გამათბობლით თბებიან. დღეს ვაპირებთ მეორე ძმასთან შეხვედრასაც“, – გვითხრა ახალციხის მერიის სოციალური განყოფილების სპეციალისტმა მაკა ზედგინიძემ.

ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ გალუსტიანების მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტო უნდა დაინტერესდეს.

„ჩემი აზრით, ბევრი რამ სოციალური სააგენტოს პასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, რომ გალუსტიანებს შეუსაბამოდ მაღალი ქულა აქვთ, ამიტომ სააგენტოს წერილობით მივმართავთ, რომ ხელმეორედ გადაამოწმონ“, – ამბობს ინგა დიაკონოვი.

82 წლის ვლადიმერ გალუსტიანს ამჟამად სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, როგორც უწყებაში აცხადებენ, მას მაღალი ქულები იმის გამო უფიქსირდება რომ ელექტროენერგიის და წყლის მაღალი გადასახადი მოსდის, ასევე, საკუთრებაში სხვა ბინაც აქვს.

ლოგინად ჩავარდნილი ვლადიმერ გალუსტიანი ორ ალკოჰოლდამოკიდებულ შვილთან ერთად ახალციხეში, დიდიმამიშვილის პირველში ცხოვრობს. როგორც ერთ–ერთი შვილის სიდედრი ამბობს, 82 წლის კაცზე შვილი ფიზიკურად ძალადობს. მეზობლები აცხადებენ, რომ სახლიდან ჩხუბისა და ტირილის ხმა ხშრიად გამოდის.

[ავთო ინასარიძე, ახლაციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

'გალუსტიანმა სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე უარი გვითხრა'– სოციალური სააგენტო
82 წლის ვლადიმერ გალუსტიანის საქმეზე შსს–მ მოკვლევა დაიწყო
‘შვილები მივლიან და არსად წავალ’– გალუსტიანი სახელმწიფო მზრუნველობაში გადაყვანაზე
ლოგინად ჩავარდნილ 82 წლის კაცზე, სავარაუდოდ ოჯახში ძალადობენ
მოხუცი, რომელზეც ‘სამხრეთის კარიბჭე’ წერდა, გარდაიცვალა
სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’