FM97.5 / LIVE

ეკა ჭითანავა: 'რელიგიურმა დისკრიმინაციამ სისტემური სახე მიიღო'

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ დირექტორი ეკა ჭითანავა ჭელაში მინარეთის დემონტაჟს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციად აფასებს

ეკა ჭითანავა: 'რელიგიურმა დისკრიმინაციამ სისტემური სახე მიიღო'
ჭითანავას თქმით, მინარეთის ასეთი ფორმით გატანის საჭიროება არ არსებობდა.

„ვერ ვხვდები, რა საჭირო იყო ასეთი ფორმით გატანა. საკრებულომ 20 აგვისტოს მიიღო მინარეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება, გასაჩივრების ვადა კი 15 დღე იყო. მათ ფაქტობრივად არ მისცეს გასჩივრების დრო“,- ამბობს ჭითანავა.

მისივე თქმით, განცხადება მინარეთის დემონტაჟის შესახებ, რომელიც შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია: „ძალიან სუსტი არგუმენეტები წარმოადგინეს. ბრძანებაში ნათქვამია, რომ 115-ე მუხლით იმოქმედეს. აქ წერია, რომ საქონლის სინჯის აღება დასაშვებია, თუმცა მინარეთი საქონლად უნდა ჩაითვალოს?! თან მათ სინჯი კი არ გააკეთეს, მოანგრიეს“.
ჭითანავა ფიქრობს, რომ რელიგიურმა დისკრიმინაციამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას: „გავიხსენოთ ნიგვზიანის, სამთაწყაროს და წინწყაროს მოვლენები. ეს იწვევს ეჭვს, რომ რელიგიურ დისკრიმინაცია ნელ-ნელა სისტემურ ხასიათს იღებს. უნდა აღინიშნოს პოლიციის როლიც. მათ ერთ შემთხვევაში არაფერი გააკეთეს ვითარების დასარეგულირებლად, მეორე მხრივ კი პროვოკატორის როლი შეასრულეს“.

ჭითანავა ამბობს, რომ ინიციატორებიც და აღმსრულებლებიც ძალოვნები არიან და ვითარება თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაში დიდი პრობლემები შეიქმნება.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
 ვითარება ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ [Photo]
ნოდარ ხადური: 'მინარეთის საკითხი ტექნიკურად უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროა, რომ ამან სხვა ხასიათი მიიღო'
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ადიგენის საკრებულომ ჭელის მინარეთის დემონტაჟი გადაწყვიტა