FM97.5 / LIVE

სამსახური პირობების გარეშე – ექიმები ბორჯომის სოფლებიდან [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 28.02.2019
ბორჯომში სოფლის ამბულატორიების ნაწილს არც წყლი აქვს, არც ელექტროენერგია და არც სამედიცინო ინვენტარი. რთულ სამუშაო პირობებს ისიც ემატება, რომ ექთნებსა და ექიმებს სოფლიდან სოფლამდე მისასვლელად კილომეტრების გავლა ფეხით უწევთ.

სამსახური პირობების გარეშე – ექიმები ბორჯომის სოფლებიდან [Photo/Video]

ნათელა ნიკოლაძე – ტაძრისისა და დგვარის ექიმი


65 წლის ნათელა ნიკოლაძეს უკვე 27 წელია ტაძრისელებისა და დგვარელების მაჯისცემაზე უდევს თითი. იცის ვის როგორი წნევა აქვს და როდის სჭირდება მისი დახმარება: „პატარა ბავშვსაც რომ ჰკითხო, ვინ არის სოფლის ექიმიო, გეტყვის რომ ნათელა. ყველა მცნობს, მე მათი იმედი მაქვს, მათ კი ჩემი. სხვა მიზეზი არ მჭირდება აქ სამუშაოდ“.

წლების წინ, ტაძრისის ამბულატორიაში სამუშაოდ შემთხვევით მოხვდა. მაშინ ბორჯომის საავადმყოფოს მთავარ კარდიოლოგად მუშაობდა, სოფელში პაციენტის სანახავად წავიდა და ადგილობრივ ექიმს შეხვდა: „მითხრა ამ სოფელში ამბულატორია არ ფუნქციონირებს და თუ დამეხმარები შპს ჩამოვაყალიბოთ, ჯანდაცვის პროგრამაში ჩავერთოთ და ახალი ამბულატორია ავამუშაოთო“.

შემოთავაზებამ ნათელა ნიკოლაძე დააინტერესა. შვიდი თვის შემდეგ კი ტაძრისში ახალი ამბულატორია გახსნეს. თავიდან მუშაობა ცოტა გაუჭირდა, რადგან შენობა გაურემონტებელი იყო, არც გათბობა ჰქონდა და სოფელში ხალხსაც არ იცნობდა: „ერთი წელია რაც გაარემონტეს ჩვენი ამბულატორია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ გვჭირდება, მაგალითად, წყალი არ გვაქვს, იმედია მოგვარდება“.

ახლა, ნათელა ორ ექთანთან ერთად 600–მდე ოჯახს ემსახურება. ამბობს, რომ თავისი პროფესია ძალიან უყვარს, ამიტომ დილით ადრე ბორჯომიდან ტაძრისამდე მგზავრობა, მთელი დღის განმავლობაში პაციენტების ხან ადგილზე მიღება, ხან მათთან ბინაზე სტუმრობა, შემდეგ კი უკან ბორჯომში დაბრუნება, ცხოვრების წესად ექცა.

„დილით მიმართლებს რომ სკოლის „მარშრუტკა“ მოდის ტაძრისში და მოვყვები, საღამოს კი სამგზავრო ავტობუსია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ეს „მარშრუტკებიც“ არ არის, მით უმეტეს, თუ სკოლები ისვენებენ, ამიტომ გზის ნაწილის გავლა შემხვედრი მანქანით, ნაწილის კი ფეხით მიწევს“, – გვიყვება ნათელა.




ფატიმა შავლოხოვი – ანდეზიტისა და თორის ექიმი


სამსახური პირობების გარეშე – ექიმები ბორჯომის სოფლებიდან [Photo/Video]

ნათელას მსგავსად, დაბა ბაკურიანიდან ანდეზიტამდე, ყოველდღე, ოთხ კილომეტრს გადის 59 წლის ფატიმა შავლოხოვიც. დილის 09:30 საათზე უკვე ანდეზიტის ამბულატორიაშია და პაციენტებს იღებს. ამბობს, რომ შენობაში სამუშაო პირობები არ არის. არც გაზი აქვთ, არც დენი და ოთახიც გაურემონტებელია. ზამთარში გასათბობად შეშას ყიდულობს, თუმცა არ ჰყოფნის, ამიტომ ურჩევნია პაციენტებს ბინაზე მიაკითხოს.

„მიმღებ ოთახს ვერ ვათბობ, ბავშვი აქ როგორ უნდა მოვიყვანო და ავცრა?! ამიტომ ბინაზე დავდივარ ყოველდღე ფეხით, თან ვირუსებია და პაციენტების მომართვიანობაც მეტია. წითელას აცრები რომ იყო, ვაქცინას ბორჯომიდან ვიღებდი, მიმქონდა და მაშინვე ვცრიდი, იმიტომ, რომ მაცივარი და ელექტროენერგია არ მაქვს ვაქცინის შესანახად“, – გვიხსნის ფატიმა და ამატებს, რომ ანდეზიტში შობადობამ ძალიან იკლო, წელს მაგალითად სოფელში ახალშობილი არ ჰყავთ – „მოხუცებიღა დარჩენენ და ძირითადად მათ სჭირდებათ ჩემი დახმარება“.

ფატიმა თორელებსაც ემსახურება. ამიტომ თუ ზამთარი არ არის, მისი გზა ბაკურიანიდან ანდეზიტში, იქიდან კი თორამდე გრძელდება. მთლიანობაში ეს ათი კილომეტრია: „ზამთარში თვითონ ჩამოდიან, დიდ მანქანებს გამოყვებიან ხოლმე, ზაფხულში ვცდილობ მე ავიდე, რადგან გზაც შედარებით კარგია“.

მიუხედავად რთული სამუშაო პირობებისა, სამსახურისთვის თავის დანებებაზე არასდროს უფიქრია: „რთული სამუშაოა, მუდმივად გზათაშუა ხარ, მუდმივად სირთულეებს აწყდები. რა დროსაც უნდა დამირეკოს პაციენტმა, იქ უნდა გავჩნდე. ბევრჯერ ჩემი შვილები დამიტოვებია მშიერი, უშეშოდ და პაციენტთან წავსულვარ სოფელში“.


ნატალია ბოცვაძე – დაბა ბაკურიანის ექიმი


სამსახური პირობების გარეშე – ექიმები ბორჯომის სოფლებიდან [Photo/Video]

ნატალია ბოცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში პირველი იყო, ვინც სოფლის ექიმის გადამზადების სპეციალური კურსები გაიარა და თერთმეტი წლის წინ, ბაკურიანის ამბულატორიაში მუშაობა დაიწყო. ბაკურიანის რთულ კლიმატურ პირობებს შეეჩვია, თუმცა გაურემონტებელ, ავარიულ და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ამბულატორიაში მუშაობა დღესაც უჭირს.

ამბულატორია ბაკურიანში ერთ პატარა ოთახშია განთავსებული. აქ არც ელექტროენერგიაა და არც სამედიცინო ინვენტარი. ამ ოთახში ნატალიასთან ერთად, კიდევ ერთი ექიმი და ორი ექთანი მუშაობს. „ეს ჯეო–ჰოსპიტალის საწყობია და ერთი ოთახი გვაქვს დათმობილი. ფართის სიმცირის გამო, პაციენტებს ვეუბნებით, რომ გარეთ დაგველოდონ და რიგ–რიგობით შემოვიდნენ. ზამთარში გარეთ ლოდინი რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, იმდენად შევეჩვიე აქაურობას და ჩემს პაციენტებს, რომ ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ“.




გუციათ ისაკოვი – დაბა ბაკურიანის ექიმი


სამსახური პირობების გარეშე – ექიმები ბორჯომის სოფლებიდან [Photo/Video]

ნატალია ბოცვაძესთან ერთად 11 წელია მუშაობს ბაკურიანის ამბულატორიაში ექიმი–პედიატრი, 65 წლის გუციათ ისაკოვი. იგი უკვე 37 წელია ბაკურიანის 3 000–მდე მოსახლეს ამბულატორიულ დახმარებას უწევს. განათლება ბაქოში მიიღო, 80–იანი წლებიდან კი ბაკურიანის ამბულატორიაში დაიწყო მუშაობა.

„ამხელა კურორტია, სირცხვილი არ არის, რომ ასეთ პირობებში გვიწევს მუშაობა?! არც ელექტროენერგია გვაქვს, არც ფართი, არც ინვენტარი. მოსახლეობას შენი იმედი, რომ აქვს, რაღაცით ხომ უნდა დაეხმარო?!“ – კითხულობს ისაკოვი და იმედოვნებს, რომ ქვეყნის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კურორტის ამბულატორიას ოდესღაც ყურადღებას მიაქცვენ.


იზო ლომიძე – დვირისა და ქვაბის ხევის ექიმი


სამსახური პირობების გარეშე – ექიმები ბორჯომის სოფლებიდან [Photo/Video]

უკვე 35 წელია დვირისა და ქვაბისხევის მცხოვრებლებს ემსახურება იზო ლომიძე. ყოველდღიურად ფეხით სამი კილომეტრის გავლა უწევს. მგზავრობის პრობლემის გამო, ახლა, კვირაში ერთი დღე ქვაბისხევშია, დანარჩენ დღეებში კი დვირში.

ამბობს, რომ ბოლო ორი წელია რაც კარგ პირობებში მუშაობს, დვირში ამბულატორია გაუმრემონტეს და ინვენტარიც უყიდეს: „ ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ტრანსპორტი არ გვყავს და თუ ბინაზეა წასვლა საჭირო, ფეხით გვიწევს სიარული. ხშირად ვიგვიანებთ და ჩვენს პაციენტებს ურჩევნიათ სასწრაფოს გამოუძახონ“.



მუნიციპალიტეტში ჯამში 12 ამბულატორიაა, სოფლებს 14 ექიმი და 16 ექთანი ემსახურება.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დვირის, ჭობისხევისა და ტაძრისის საექიმო უბნებს, ასევე ახალდაბის საექიმო უბანს. მერიის ინფორმაციით, დანარჩენ შვიდი სოფლის ამბულატორიაში მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. დაბა ბაკურიანში კი ახალი ამბულატორია აშენდება. ამბულატორიების მშენებლობა–რეაბილიტაციისათვის ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 340 000 ლარი დაიხარჯება.

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე – ბორჯომი]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ოჯახის ექიმის მომსახურება სოფლებში
წინუბანსა და გურკელში ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვენ
სოფელ ტაძრისში ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
ამბულატორიების ასაშენებლად სამცხე-ჯავახეთში გამოდარებას ელოდებიან
სვირში ახალი ამბულატორია აშენდება
სამცხე ჯავახეთში 6 ამბულატორია აშენდება
წინუბანსა და გურკელში უბნის ექიმის ასვლას კვლავ უშედეგოდ ელიან