FM97.5 / LIVE

თავისუფლების ინსტიტუტი: რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
თავისუფლების ინსტიტუტი 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისა და ადგილობრივების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

თავისუფლების ინსტიტუტი: რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის

"26 აგვისტოს სპეცრაზმის მიერ სოფელ ჭელაში მოქმედი მეჩეთიდან მინარეთის ბარბაროსული მეთოდებით დემონტაჟითა და ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი დარბევით საქართველოში უმცირესობათა რელიგიურ დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის.

თუ კი აქამდე ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან უმცირესობათა რელიგიური ჩაგვრის მიმართ მთავრობა წაყრუებისა და დაუსჯელობის პოლიტიკას ატარებდა, დღეს უკვე თავად სახელმწიფო აპარატი გვევლინება მოძალადის როლში. მომხდარზე იუსტიციისა და რეინტეგრაციის მინისტრების კომენტარი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჭელას ინციდენტი არ წარმოადგენს იზოლირებულ მოვლენას და რომ საქმე გვაქვს შუღლის გაღვივებისა და რელიგიური კონფლიქტის პროვოცირების მიზანმიმართულ პოლიტიკასთან.

კატეგორიულად მიუღებელია მინარეთების ყოფნა არ ყოფნის საკითხზე მსჯელობის დაწყების საჭიროების შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადება. ქართველმა ხალხმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და მას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა საქართველოს კონსტიტუციაში. იუსტიციის მინისტრის პოზიცია რადიკალურად უპირისპირდება სხვა და სხვა რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობისა და უმცირესობათა შემწყნარებლობის ჩვენს ისტორიულ ტრადიციას.

საქართველოს კონსტიტუცია თანასწორად აღიარებს და იცავს ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს. ეს უფლებები მათ შორის გულისხმობს უფლებას აღასრულო საკუთარი რელიგიური რიტუალები როგორც პრივატულ სივრცეში, ისე საჯაროდ და ააშენო ნებისმიერი სახის საკულტო ნაგებობა.

მთავრობის წევრებმა საქართველოს კონსტიტუციისა და ისტორიული ტრადიციების კითხვის ნიშნის დაყენების ნაცვლად უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოს მიერ საკუთარ მოვალეობათა განუხრელი შესრულება – თანაბრად დაიცვას ნებისმიერი რელიგიის მიმდევრის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო მათი ხელყოფის შემთხვევაში – მიიღოს ყველა ზომა დარღვეული უფლების აღსადგენად და დამნაშავეთა დასასჯელად", - ნათქვამია თავისუფლების ინსტიტუტის განცხადებაში.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
TDI: კონსტიტუციური ცვლილებებით რელიგიის თავისუფლება იზღუდება
'ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია  და პროვოკაცია – დაუშვებელი'- საპატრიარქო კუმურდოში მომხდარზე