FM97.5 / LIVE

‘ბავშვები ვერ იცავენ ჰიგიენას’– პირველი სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.02.2019
ახალციხის პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ამბობს, რომ სკოლის საპირფარეშოები მოწესრიგებულია, თუმცა ხანდახან მოსწავლეები აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ასევე, ვერ იცავენ ჰიგიენის ნორმებს, ამის გამო კი ტუალეტში ქაღალდი და საპონი შესაძლოა ყოველთვის არ იყოს.

‘ბავშვები ვერ იცავენ ჰიგიენას’– პირველი სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე

„სამხრეთის კარიბჭესთან“ ახალციხის ახლადგარემონტებული, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰყვებიან, რომ ტუალეტებში გაუსაძლისი სუნია, არ არის არც საპონია და არც ქაღალდი, ასევე, დაზიანებულია საკეტები.

სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური ირწმუნება, რომ სკოლაში ტუალეტები ყოველთვის მოწესრიგებულია: „მაღალი კლასების მოსწავლეების საპირფარეშოში ქაღალდი ყოველთვისაა, მაგრამ ხშირად მოსწავლეები ასველებენ და ძირს აგდებენ. რაც შეეხება დაბალი კლასების საპირფარეშოს, ქაღალდი აქაცაა. თუმცა, აქაც ძირს აგდებენ ქაღალდებს, ამიტომ პატარებისთვის ქაღალდს კლასებში ვტოვებთ და იქიდან გამოაქვთ როცა სჭირდებათ".

რაც შეეხება საპონს, როგორც დირექტორი ამბობს, სკოლაში ყოველთვის თხევად საპონს იყენებენ: „სპეციალური ყუთებით კედლებზეა მიმაგრებული, შეიძლება მოსწავლემ ვერ დაინახოს. მაგალითად, გუშინ რომ შემოვედი საპირფარეშოში ეს თხევადი საპონი სულ ძირს ესხა, ამ ყუთს აზიანებენ მოსწავლეები“.

სკოლაში ტუალეტების დაზიანებული საკეტების შესახებ დირექტორი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ახლადგარემონტებულ შენობაში შევიდნენ, საკეტები არა ერთხელ გამოცვალეს, თუმცა ისევ ზიანდება: „იმ მშენებელმა კომპანიამ, რომელიც სკოლის რემონტზე თავდაპირველად მუშაობდა, საკეტები ცუდად გააკეთა. როცა ფუჭდება შემკეთებელს ის კომპანია გივგზავნის, რომელმაც სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. ახლაც ველოდებით შემკეთებლებს, რომ კიდევ ერთხელ თავიდან დაამაგრონ“.

სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საპირფარეშოები ყოველთვის იწმინდება, თუმცა გაუსაძლისი სუნი საკანალიზაციო სისტემიდან ამოდის და ამას ვერაფერს შველიან: „სკოლის კანალიზაციის ქსელი მიერთებულია სხვა ქსელზე, ამიტომ ხშირად თუ ვინმე რამეს ჩაასხამს მილში, სუნი სკოლაში დგება“.

რაც შეეხება შშმ პირებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოს, რომელიც დაკეტილია, დირექტორი ამბობს რომ სკოლაში ასეთი პირები არ ჰყავთ, შესაბამისად მისი ფუნქციონირების საჭიროება არ არსებობს.

პირველი სკოლის რემონტი თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლა 2017 წლის დეკემბერში საზეიმოდ გაიხსნა.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები
პირველი სკოლა სასწავლო პროცესს ისევ სხვა სკოლებში განაახლებს
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ
სწავლა სხვის სკოლაში
არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან