FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალქალაქში პროფესიულ სასწავლებელს ხსნის

მთავარისიახლე, განათლება 27.02.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული კოლეჯი ახალქალაქში მიმდინარე წელს დაარსდება. პროგრამები უკვე მზადდება, ასევე, იწყება შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი ახალქალაქში პროფესიულ სასწავლებელს ხსნის

სამხცე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტთან არსებული მრავალპროფილიანი პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებას ახალქალაქში, სასწავლებლის უფუნქციოდ დარჩენილ კორპუსში დაიწყებს. შესაბამის პროგრამებს უნივერსიტეტი ამუშავებს.

„ახალქალაქში ერთი კორპუსი გვაქვს რომელიც უფუნქციოდაა დარჩენილი, მას რეაბილიტაცია სჭირდება იმისთვის რომ იქ კოლეჯი გავხსნათ. უახლოეს პერიოდში შემოწმდება შენობა და დაიდება ხარჯთაღრიცხვა, ასევე გამოცხადდება ტენდერი“, – ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე.

შეკითხვაზე, რამდენი სტუდენტის მიღებას შეძლებს კოლეჯი სასწავლო წლის დაწყებისას, ბერიძე გვპასუხობს: „სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება იმ პროგრამებით, რომლებიც განხორცილდება კოლეჯში და ასევე, იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც არის შრომის ბაზარზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტუდენტების რაოდენობა არაა, მნიშვნელოვანი რეგიონის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილებაა“.

პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაციისა და ინვენტარით აღჭურვისთვის თანხას განათლების სამინისტრო გამოყოფს.

„ახალციხელ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს საშაულება აქვთ სხვადასხვა პროფესიას კოლეჯ „ოპიზარში“ დაეუფლნონ, ახალქალაქში კი ამისი საშუალება არ ახალგაზრდებს არ აქვთ, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ რეგიონის საჭიროებებზე მორგებული კოლეჯი გაგვეხსნა“, – ამბობს მაკა ბერიძე.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ე.წ. რეგიონული სპეციალობა ვეტერინარია იქნება
ამოცანა პირველი - სტუნდენტების რაოდენობის გაზრდა

ახალქალაქში უნივერსიტეტის შენობაში სტუდენტები სასადილოს მოწყობას ითხოვენ
როდის მოეწყობა ახალქალაქში სტუდენტური საცხოვრებელი?
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორი იცვლება
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
კოლეჯი ‘ოპიზარი’ გაზაფხულის სემესტრში 187 სტუდენტს მიიღებს