FM97.5 / LIVE

ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.02.2019
2018 წელს ახალციხის საკრებულოში გამართული 18 სხდომიდან „ოცნების“ დეპუტატი კობა გელაშვილი მხოლოდ ერთს დაესწრო. იურისტების განმარტებით, იმ დეპუტატის მიმართ, რომელიც ექვსზე მეტ სხდომას ზედიზედ გააცდენს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილონ.

ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატი კობა გელაშვილია

კობა გელაშვილი ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს ყველაზე გამცდენი დეპუტატია. მიუხედავად იმისა, რომ მას 2014–2017 წლის მოწვევის საკრებულოში, წელიწადნახევრის განმავლობაში გამართული 27 სხდომიდან 15 გაცდენა ჰქონდა, კენჭი ქალაქის დეპუტატად ისევ იყარა და 2017–2020 წლების საკრებულოშიც მოხვდა. ამჯერად მას, როგორც ახალციხის საკრებულოდან გამოთხოვილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მხოლოდ ერთი დასწრება აქვს.

კობა გელაშვილმა ჩვენ შეკითხვას, თუ რატომ არ ესწრებოდა 18–დან 17 სხდომას, არ უპასუხა. მას შემდეგ, რაც მან გაიგო თუ რაზე ვამზადებდით მასალას ტელეფონი გაგვითიშა.

საკრებულოს სხდომებზე დასწრების საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით რეგულირდება. აღნიშნული კოდექსის 43–ე მუხლი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა–შეჩერების საკითხს არეგულირებს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ზედიზედ ექვსი თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდება, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მაშინ იგი ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს მას უახლოეს სხდომას, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

„უნდა გაარკვიოს საკრებულომ რა მიზეზით აცდენდა თითოეულ სხდომას ეს დეპუტატი და არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, ეს თუ არასაპატიო მიზეზით იყო, აუცილებლად უნდა დადგეს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი“, – გვითხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თამარ ტატანაშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ არ დააყენა საკრებულომ ამ დრომდე გელაშვილის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ კურტანიძემ გვიპასუხა: „გელაშვილი კომისიის სხდომებს აქტიურად ესწრება, სოციალური, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიაშია და ყოველთვის არის სხდომაზე“.

გაცდენების რაოდენობის მიხედვით გელაშვილის შემდეგ, ახალციხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი სამველ ოვეიანი მოდის, იგი 18 სხდომიდან მხოლოდ ხუთს ესწრებოდა. ოვეიანის შემდეგ კი ნატო დარბაიძე, ასევე რვა–რვა გაცდენით გიორგი ვედიაკოვი, არჩილ უჩიძე და კობა სანდროშვილი მოდის.

„ორ სხდომაზე არ ვესწრებოდი, ავად ვიყავი, დანარჩენზე ვესწრებოდი, არ მახსოვს რომ მაგდენი გამეცდინოს, არ ვიცი“, – გვითხრა სამველ ოვეიანმა.

ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია. მათ შორის, გასულ წელს გამართულ ყველა სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მისი მოადგილე იოსებ კაპანაძე და კიდევ ორი დეპუტატი, გიორგი ზაქროშვილი და ბესიკ გოგსაძე ესწრებოდნენ. სხვებს კი 10 და მეტი დასწრება აქვთ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს სხდომებზე ყველაზე მეტი გაცდენა დეპუტატ კობა გელაშვილს აქვს
ბორჯომის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილებასაც უწყვეტენ
დეპუტატს, რომელიც 18–დან ერთ სხდომას დაესწრო, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტენ
როგორ დაკომპლექტდა ახალციხის საკრებულოს კომისიები
ახალციხის თემის საკრებულოს 'ბეჯითი' და 'გამცდენი' დეპუტატები [ინფოგრაფიკა]
ზაზა ჩაჩანიძე ბორჯომის საკრებულოდან გარიცხეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 13 დეპუტატი სახელფასო დანამატს არ აიღებს