FM97.5 / LIVE

განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 26.02.2019
პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩატარდა.

განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები

კვლევის თანახმად, სოფლებში გამოკითხულთა 57% ფიქრობს, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში ჩაერთვებიან. პატარა ქალაქებში ამ მოსაზრებას ასე 55% იზიარებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან. გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიზნებს არ იცნობენ.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ უნდობლობის მიზეზი მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ცოდნის არ ქონაა. გამოკითხულთა 41%–მა არ იცის, თუ საიდან და რატომ ფინანსდებიან ორგანიზაციები. 13% ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თანხას საკუთარი წევრებისგან, ქართული ბიზნესისგან და ხელისუფლებისგან იღებენ, 45% კი ამბობს, რომ მესამე სექტორში უცხოელი ბიზნესმენებისგან, ასევე, ამერიკიდან და ევროკავშირიდან ფინანსდებიან.

კვლევისას მოსახლეობს ჰკითხეს, თუ ვის ინტერესებს იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციები მათი აზრით:

განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები

გამოკითხულთა 46% ევროკავშირს ენდობა, 31% ნაწილობრივ, ხოლო 16% უნდობლობას უცხადებს. მოსახლეობის 71% კი რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაუჭერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირს უფრო ენდობა, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კვლევა შეეხო ბიზნესს და კერძო კომპანიების მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებასაც. კითხვაზე, თუ რატომ არ იღებენ კომპანიები სოციალურ პასუხისმგებლობას, გამოკითხულთა 71% –მა უპასუხა, რომ ბიზნესკომპანიების შესახებ მათ მხოლოდ ის ინფრომაცია აქვთ, რასაც ტელევიზიიდან იღებენ, 13%–ს ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. 51%–ს არ სჯერა, რომ კომპანიები მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნავენ, 46% კი ფიქრობს, რომ ეს კომპანიებს სარგებელს არ მოუტანს.

საქართველოში 2 853 რესპონდენტი, თბილსში, ქუთაისსა და ზესტაფონში გამოიკითხა. კვლევის სანდოობა 95%–ია.

განწყობა ევროკავშირის, NGO-ებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ – კვლევის შედეგები

კვლევა პროექტ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) , სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC) ახორციელებს. სამცხე–ჯავახეთში მათ „დემოკრატ მესხთა კავშირი“ წარმოადგენს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
TI: გამოკითხულთა 53%–ის აზრით სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
კვლევის შედეგად რეგიონში ჯანდაცვა ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციაა – NDI