FM97.5 / LIVE

‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.02.2019
„საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით არსებული წარწერები ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებას ,,საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ“ 1968 წლის ვენის კონვენციის მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობას. გთხოვთ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყოთ სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერების შეცვლა“, – ვკითხულობთ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ახალქალაქის მერიაში გაგზავნილ წერილში.

‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას

დეპარტამენტი მერიას ამავე წერილში უთითებს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად საგზაო ნიშნებზე წარწერები მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს.

უწყება ახალქალაქში ბანერებზე არასწორად დატანილი სოფლების დასახელებების შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ სტატია გამოაქვეყნა. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გარდა იმისა, რომ მერიას სომხურ ენაზე გაკეთებული წარწერების მოხსნა დაავალა, აღნიშნული საკითხის შესწავლა თავადაც დაიწყო და თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სოფლების დასახელებების შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა სთხოვა.

ახალქალაქში, გზის ის მონაკვეთი, სადაც სოფლის – ბაგაშენი, ტირკნა, ზაქვი – დასახელებები შეცომითაა დაწერილი, ბანერები საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „AAB პროექტმა“ 2016 წელს დაამონტჟა.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებული იყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო ნიშნების მოწყობის და სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. დასახელებები აბრებზე, „Dohwa Engineering Co.Ltd/korea“-ის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით დაიწერა. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი და მისი საბოლოო მიღება განახორციელა საზედამხედველო ორგანიზაცია ერთობლივი საწარმო შპს „საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის დირექციამ“ და „Nivelt ingenieur GmbH“–მა, – ნათქვამია საგზაო დეპარტამენტიდან მიღებულ წერილში, თუმცა რატომ ჩაიბარეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაო ამის შესახებ უწყება არაფერს გვწერს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ათობით სოფლის აბრაზე სოფლის დასახელებები შეცდომით წერია. აღნიშნულის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა. იმ სოფლების გზებზე, რომლების მოვლა–პატრონობაც თვითმმართველობის მოვალეობაა, ამ საკითხის მოკვლევა ახალქალაქის მერიამ მანამდე დაიწყო, ვიდრე საზგაო დეპარტამენტიდან წერილს მიიღებდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

26.06.2019 კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ

26.06.2019 აწყურის ტაძრის რეაბილიტაციას ოთხი მილიონი ლარი დაემატება

26.06.2019 'ახალციხელობის' ღონისძიებების განრიგი ცნობილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება
ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები შეიცვლება
ახალქალაქში ბანერების საკითხის შესწავლაში სამხარეო ადმინისტრაცია ჩაერთო
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო
ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება