FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.02.2019
მესხეთის თეატრში მიმდინარე წელს პრემიერების რაოდენობა შემცირდება, დაზოგილი თანხით კი მსახიობების ანაზღაურება გაიზრდება, გარდა ამისა, თეატრს თვითმმართველობა დამატებით 30 000 ლარს გამოუყოფს.

მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ირაკლი ათუნაშვილმა განაცხდა: "წლის განმავლობაში რვა პრემიერას ყოველთვის ვმართავდით–ხოლმე და ახლა მინიმუმ ხუთს მაინც დავდგამთ. დაფინანსება თვითმმართველობიდან 30 000 ლარით გაგვეზრდება. მაგრამ თანხას ხელფასებში როგორ გადავანაწილებთ ჯერ გარკვეული არაა“, – ამბობს ათუნაშვილი.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თითო პრემიერის დადგმა ყველა ხარჯის გათვალისწინებით 15 000–მდე ჯდება. უცხოელი რეჟისორის მოწვევის შემთხვევაში კი 22 000: „თუ უცხოელი რეჟისორი ჩამოგყავს ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალ მხარვტულ დონეზე გაქვს მოთხოვნა. იმას ბუნებრივია, სჭირდება სასტუმრო, კვება, სადადგმო ხარჯი, ტრანსპორტი, სცენოგრაფია, მხატვარ რეჟისორი, დეკორატორი, დურგალი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 20–22 ათასზე მაინც ადის თანხა".

მიმდინარე წელს მესხეთის თეატრის დაფინანსება 305 000 ლარია. აქედან კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი 225 000 ლარი შრომის ანაზღაურების, 80 000 კი სადადგმო ხარჯია. ამას ემატება თვითმმართველობიდან თეატრისთვის გაწერილი 50 000 ლარი, რაც მიმდინარე წელს 80 000–მდე გაიზრდება.

მესხეთის თეატრის მსახიობები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ. ანაზღაურების მომატების მიზნით, მათ შეხვედრა, 21 თებერვალს, სამცხე–ჯავახეთში მხარის რწმუნებულთან და ახალციხის მერთან გამართეს. თვითმმართველობიდან თეატრმა თანხის დამატების შესახებ დაპირება სწორედ ამ დღეს მიიღო, ამავე დღეს ისაუბრეს პრემიერების რაოდენობის შემცირებაზეც.

თეატრს შტატით 40, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი რვა თანამშრომელი ჰყავს. დასში სულ 16 მსახიობია.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ
‘პრემიერს უნდა მივწეროთ’ - მესხეთის თეატრის მსახიობები დაკლებულ ხელფასს აპროტესტებენ
‘თეატრი დაშლის პირას იყო და გუბერნატორს შევხვდით’– მსახიობები ხელფასის მომატებას ითხოვენ
'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ
ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
მესხეთის თეატრის თანამშრომლებს ხელფასი სრულად დაერიცხათ