FM97.5 / LIVE

'მიმდინარეობს 'ოცნების' 'ნაციონალიზაციის' პროცესი' – ფოფხაძე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.02.2019
"რეალობა დღეს ისეთია, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორც პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე" - ამის შესახებ ბორჯომისა და ასპინძის დეპუტატმა მის მიერ უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

'მიმდინარეობს 'ოცნების' 'ნაციონალიზაციის' პროცესი' – ფოფხაძე

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და მოსახლეობას შორის დიდი ბზარი გაჩნდა: „2012 წლის პირველი ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს და ამ დღესთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე. ის მორალური უპირატესობა, რომელიც 2012 წელს, პირველ ოქტომბერს მე მქონდა, ამას განვიცდიდი და მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი, ხალხისთვის ვაკეთებდი ამას. ამას განვიცდიდი ხალხთან ურთიერთობითაც, იქიდანაც იგივე ემოცია მოდიოდა, ამიტომ ეს მორალური უპირატესობა მე მჭირდება, პოლიტიკაში რომ ვიყო. თუ მე ამას დავკარგავ, მე მეეჭვება, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმესთვის ღირებული იყოს. რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე - ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს „ნაციონალების“ პროკურორები, „ნაციონალების“ მოსამართლეები, „ნაციონალების“ ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „აბა, როგორ, სულ ხომ რეპრეიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“ რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა დაგვაკისრა".

ფოფხაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით აღებული ვალდებულების დიდი ნაწილი "ოცნებამ" არ შეასრულა: "დღეს ჩვენ ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩვნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ ან რაღაც ქენით. ჩვენ მეორე ტურში ვუთხარით, რომ ვიზამთ, უკეთესები გავხდებით, ოღონდ ახლა ნუ გაგვწირავთ ბოლომდე და ჩვენ გპირდებით, რომ უკეთესები ვიქნებით. მეორე ტურს ეს არ მოჰყვა, არათუ უკეთესობაზე არ დაიწყო არავინ ფიქრი, არამედ საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა დაიწყო და ხალხმა დაინახა, რომ ეს დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი და მე არ მინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო იმიტომ, რომ მე დავდიოდი ხალხში მეორე ტურში და ვეუბნებოდი, რომ მოისმინთ, რა განცხადებები გაკეთდა, როგორ შეიძლება ეს არ იყოს გულწრფელი და ნახეთ, ამას რა ცვლილებები მოყვება. ძველი გუნდისთვის ცალკე მიმართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირველი ოქტომბრის ღირებულებებსა და პრინციპებს ვუბრუნდებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე: ‘სადაც გახარიაა, იქ არის სისხლი და ცხედრები’
გედევან ფოფხაძე სადგერის, ტბისა და ცემის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
გედევან ფოფხაძე ბორჯომში ახალგაზრდებს შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე: 'ძალიან ბევრი მაქვს საზოგადოებისთვის სათქმელი'
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
'გადავედით ინდივიდუალურ მუშაობაზე და ვვარაუდობთ, რომ მეტ მხარდამჭერს მოვიყვანთ არჩევნებზე' – გედევან ფოფხაძე