FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი - ადიგენში მომხდარი, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაციაა

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
დღეს ბათუმის მეჩეთში მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის სიმონ პარუნაშვილის დაკავების შესახებ გააკეთა

პრეზიდენტი - ადიგენში მომხდარი, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაციაა
პრეზიდენტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მომხდარი აპირისპირებს ქართველს ქართველთან, აპირისპირებს ერთმანეთთან საქართველოს მოქალაქეებს, ეს უკვე არის გაგრძელება მრავალთვიანი ტენდენციის.

ის რომ წინა მთავრეობის დროს ასეთი რაღაცეები არ ხდებოდა ეს არ იყო შიშის ბრალი, ეს იყო ბრალი იმისა რომ ჩვენ ყველა ერთად ვიმეორებდით რომ საქართველოში არის ყველა თანასწორი, საქართველოს ეკუთვნის ყველას. საქართველო მოუწოდებს მთავრობას შეწყვიტონ ზიზღის ენით და შურისძიების ენით ლაპარაკი. მოვუწოდებ ყველას, რომ ვაწარმოოთ დიალოგი ერთმანეთთან. ერთმანეთთან ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მიღწევის კუთხით. ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი რთული გეოპოლიტიკის გათვალისიწნებით, როცა მეზობლები გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი, სხვა ქვეყნები და ეს ასევე მათგანაც გვიქმნის სხვა პრობლემებს პრაქტიკურლად ჩვენ ვრჩებით პირისპირ მხოლოდ ერთი მეზობლის, ჩვენი დმპყრობელის რუსეთის მიმართ. ასეთი პროვოკაციის შედეგად ჩვენ ვრჩებით დაუცველები ასევე. ამიტომ მინდა მთავრობას მოვუწოდო რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა, რომ გამოხატოს პოზიცია, რომ მომავალშვი ვერავინ ვერ შეძლოს, მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა რაც მართლმადიდებლებისთვის ჯვრის მოხსნა.

მე აქ მოვედი სწორედ იმის გამო, რომ დავით აღამშენებლის ტრადიციაა, რომ საქართველოს მამრთველები და პოლიტიკოსები ყველა აღმსარებლობას ერთნაირად სცემდნენ პატივს. მე როგორც მართლმადიდებელმა მინდა გამოვხატო პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლისა და ხორცის მიმართ. საქართველოში არის რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმი, მსოფლიოში არის რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არ აქვს უფლება რაიმე სახი შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის.
მინდა ასევე გამოვეხმაური ადიგენის გამგებლის დაკავებას 2009 წლის რაღაცა დარღვევის ბრალდებით. მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ ნუ ჩაუგდებს თავს ასეთ უხერხულ სიტუაციაში.

რას ნიშნვას დღეს როცა იქ ასეთი სამოქალაქო დაძაბულობის კერაა, გამგებელმა რომელმაც უარი თქვა ჩემი ინფორმაციით უკანონო ბრძანების შესურულებაზე მინარეთის დაშლის, ამ გამგებელს ამ ბრძანების არშესრულებიდან აკავებენ რამდენიმე დღეში. 2009 წელს რაღაც სამსახურის გადაცდენის ბრლადებით, ეს არის არა მხილოდ ძალიან უხერხული, არამედ ეს არის დიდი უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ. ვფიქრობ კანონიერება უნდა აღდგეს, ყველას უფელბა უნდა იქნეს დაცული.

იქაც ადგილზე ძალიან ბევრი მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი დიდი აღშფოთებით შეხვდა იმას რაც მოხდა უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო უფლებები“, - განაცხადა სააკაშვილმა.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი
სამმართველოს შენობასთან მობილიზებულ ადგილობრივებს მუსლიმი ქალებიც შეუერთდნენ
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი [ნაწილი II]
თეა წულუკიანი: 'მინარეთის ქონა-არქონაზე არ არის დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა'
არ აწამო! -სოლიდარობის აქცია ახალციხეში