FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.02.2019
ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ფრაქცია "ქართულ ოცნებას" წასვლის განცხადებით მიმართა. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფოფხაძემ წასვლის შესახებ განცხადებით პარტიასაც მიმართა.

გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს

„როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვებაზე გედევან ფოფხაძემ. როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. ასევე, ძალიან სამწუხაროდ, იმ მიზეზით, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც უნდა ემოციებზე და პიარზე დაგეგმილი კამპანია იყოს, ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გედევან ფოფხაძე ერთ-ერთია იმ 9 დეპუტატიდან, რომელთა კანონპროექტი მოსამართლეების უვადო დანიშვნის შეჩერების თაობაზე პარლამენტმა 21 თებერვალს ჩააგდო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 45-მ დეპუტატმა დაუჭირა, როცა მის მისაღებად 76 ხმა იყო საჭირო.

მანამდე უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმაც დატოვეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა ბექა ნაცვლიშვილიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება სულ სხვა კანონპროექტის ჩავარდნას მოჰყვა. პარლამენტმა არც ნაცვლიშვილის ალტერნატიული ვერსია მიიღო დაგროვებით პენსიაზე.

[sknews.ge]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე
ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს
გამოკითხვა: რას ფიქრობთ გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გასვლაზე?
გედევან ფოფხაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
გედევან ფოფხაძე ამომრჩეველს შეხვდა [R]
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა