FM97.5 / LIVE

რაში დახარჯეს მერიებმა 2018 წელს სარეზერვო ფონდის თანხები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.02.2019
2018 წელს სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებში სარეზერვო ფონდებისთვის გათვალისწინებული თანხის ჯამი 977 000 ლარი იყო. აქედან კი მხოლოდ 358 085 ლარი დაიხარჯა და ამ თანხის დიდი ნაწილი სტიქიით დაზარალებულებისთვის, ასევე მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებისთვის გაიწერა.

რაში დახარჯეს მერიებმა 2018 წელს სარეზერვო ფონდის თანხები

სამცხე–ჯავახეთის მერიებს შორის, გასულ წელს, სარეზერვო ფონდში ყველაზე მეტი თანხა ბორჯომს, ყველაზე ნაკლები კი ასპინძას ჰქონდა გათვალისწინებული. ჯამში, ექვსივე მუნიციპალიტეტს ამ მუხლიდან შარშან 618 915 ლარი დარჩა.

ახალციხე


გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდი 100 000 ლარი იყო, აქედან წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტმა ნახევარზე მეტი 66 710 ლარი გახარჯა. ახალციხის მერიამ სარეზერვო ფონდის თანხები ოთხი მიმართულებით გადაანაწილა:

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება – 51 930 ლარი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და უკიდურესად გაჭირვებულთა სოციალური დახმარება – 3 500 ლარი.

ხანძრით დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი დახმარება – 8 500 ლარი.

კულტურის ღონისძიებები დაფინანსდა – 2 780.

ადიგენი


ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას გასულ წელს სარეზერვო ფონდში 80 000 ლარი ჰქონდა გაწერილი. აქედან მხოლოდ 13 147 ლარი დაიხარჯა.
მერიამ სარეზერვო ფონდის თანხა ორი მიმართულებით დახარჯა:

ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად – 8 147 ლარი.

სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე – 5 000 ლარი.

ასპინძა


2018 წელს ასპინძის მერიის სარეზერვო ფონდი, რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მცირე – 50 000 ლარი იყო. წლის განმავლობაში ამ მუხლიდან 22 217 ლარი გაიწერა. მუნიციპალიტეტმა თანხა ასე გადაანაწილა:

სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ოჯახისათვის – 7 301.

მთებში მისასვლელი გზების შესაკეთებლად, კერძოდ, მძიმე ტექნიკის დაქირავებისთვის – 8 000.

სოფლებში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის შესაკეთებლად პოლიეთილენის მილის და გადასაბმელების შესყიდვა – 6 915.

ბორჯომი


გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა სარეზერვო ფონდში ბორჯომის მერიას – 505 000 ლარი ჰქონდა. ბორჯომმა თანხის ნახევარზე მეტი 477 912 ლარი გახარჯა.

სოციალური დახმარებისათვის – 426 479 ლარი.

კულტურული ღონიძიებებისათვის – 950 ლარი.

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად – 40 294 ლარი.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 3 039.

ახალქალაქი


ახალქალაქში სარეზერვო ფონდისთვის გათვალისიწნებული 152 000 ლარი იყო, აქედან მხოლოდ 117 080 ლარი დაიხარჯა:
სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურება – 110 692.

უსახური და ავარიული შენობის დემონტაჟის და გამოუსადეგარი ვაგონების გადატანა – 4 687.
უფასო დიაგნოსტიკური კვლევები ახალქალაქში –1 700.

ნინოწმინდა


რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ სარეზერვო ფონდი 90 000 ლარი იყო, საიდანაც 27 221 ლარი დაიხარჯა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია 22 ოჯახისათვის – 12 1000 ლარი.

ხანძრის შედეგად დაზარალებულთა ანაზღაურება– 5 100 ლარი.

მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო მომსახურება – 5 941 ლარი.

იჯარის ქირის გადახდა ექვსი თვის განმავლობაში –600 ლარი.

სოციალური დახმარება რვა ოჯახისათვის – 2 400 ლარი.

დაზიანებული წყალსადენის რეაბილიტაცია –1 080 ლარი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა თანხა გაიხარჯა ახალციხის მერის სარეზერვო ფონდიდან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხანძრით დაზარალებულ მახათაძეებს 7 000 ლარი გადასცა
რაში დაიხარჯება 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი ახალციხეში
2018 წელს ასპინძაში კულტურული ღონისძიებებისთვის 20 000 ლარზე მეტი დაიხარჯა
ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 000–მდე ლარი გაიწერა
'შოთაობის' დღესასწაულისთვის ასპინძის გამგეობამ 29 000 ლარი დახარჯა
2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებში 11 535 ლარი გადარიცხა