FM97.5 / LIVE

ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.02.2019
ეკა ბესელიამ დღეს, 22 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობა და “ქართული ოცნება” დატოვა. ასპინძა–ახალქალაქის დეპუტატი გედევან ფოფხაძე კი 25 თებერვალს განაცხადებს, ტოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”.

ბესელიამ 'ოცნება' დატოვა, ფოფხაძე ტოვებს თუ არა უმრავლესობას 25 თებერვალს განაცხადებს

"ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე ვრჩები პარლამენტში, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, დაველოდები როგორი იქნება ჩემი კოლეგების შემდეგი გადაწყვეტილება, რომელთაც აქვთ პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც საკანონმდებლო ორგანოში და მმართველი პარტიის შიგნით ხდება. დაველოდები იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ", – ამბობს ეკა ბესელია.

გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ბესელიას მეგობარია და ამ საკითხთან დაკავშირებით მას სურს რომ გააზრებული და არგუმენტირებული პრესკონფერენცია გამართოს: "კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვარ ეკა ბესელიას მეგობარი. ჩვენ ბევრი რამე გვაქვს ერთად გამოვლილი და მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება “ქართული ოცნებისთვის” უნდა იყოს ძალიან დამაფიქრებელი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ “ქართული ოცნება” დაშორდა ღირებულებებს. მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავაკეთო განსაკუთრებული, გააზრებული და არგუმენტირებული ბრიფინგი, სადაც მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო ის თემები, რაც ბოლო პერიოდში და ცოტა უფრო ადრე ხდებოდა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გუშინ, 21 თებერვლას უმრავლესობამ ჩააგდო ბესელიას და რვა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერებულიყო. ეკა ბესელია ამბობდა, რომ ეს კანონპროექტის მისთვის გადამწყვეტი იყო.

[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა' — ფოფხაძე 'ოცნების' დატოვებაზე
გედევან ფოფხაძე 'ოცნებას' ტოვებს
გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ასპინძის მაღალმთიანი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ [R]
'ოცნებამ' გედევან ფოფხაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაატოვებინა
'გემი იძირება და გადაიბარგა' – შეფასებები გედევან ფოფხაძის 'ოცნებიდან' წასვლაზე
გედევან ფოფხაძე საკირის, ჭობისხევისა და ჩითახევის მოსახლეობას შეხვდა [R]
გედევან ფოფხაძე: ‘სადაც გახარიაა, იქ არის სისხლი და ცხედრები’