FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სამი დეპუტატიდან ორმა ენმ–ს რეჟიმად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 22.02.2019
პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას, რომელიც "სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა, სამცხე–ჯავახეთის სამი მაჟორიტარი დეპუტატიდან მხარი ორმა დაუჭირა, ერთი კი ამ დღეს სხდომას არ ესწრებოდა.

სამცხე–ჯავახეთის სამი დეპუტატიდან ორმა ენმ–ს რეჟიმად გამოცხადებას მხარი დაუჭირა

"სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის" ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადების დოკუმენტს, გუშინ, 21 თებერვალს, 61 დეპუტატიდან მხარი 45-მა დაუჭირა, თუმცა ეს რეზოლუციის მისაღებად საკმარისი არ იყო და ეს საკითხი პარლამენტში ჩავარდა.

ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი კოპაძე ერთ–ერთია იმ 45 დეპუტატს შორის რომელმაც რეზოლუციას მხარი დაუჭირა: „მე დავეთანხმები ყველაფერს რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ წინააღმდეგობას გაუწევს, რაც მათთვის ცუდი იქნება. ისინი არიან დამნაშავეების მოძრაობა. ყველა ფაქტი რაც რეზოლუციაშია მოყვანილი ვეთანხმები. ისინი უნდა გასამართლდნენ, ყოველთვის ვიქნები მათ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების მხარდამჭერი. ვინც არის ამაში მონაწილე, ვინც აწამებდა ხალხს, ვინც ფლანგავდა სახელმწიფო რესურსებს. ყველა არის დამნაშავე“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა ბროჯომი–ასპინძის მაჟორიტარმა დეპტატმა გედევან ფოფხაძემაც. რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება უცნობია. ფოფხაძემ ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ახალქალაქი–ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის სახელი და გვარი არც მომხრეების და არც მოწინააღმდეგეების სიაშია. „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარს მკოიანის მობილურ ტელეფონზე მისმა თანაშემწემ უპასუხა: „ენზელი არ იყო მაგ დღეს სხდომაზე და ამ თემაზე საუბარი არ უნდა“.

სამცხე–ჯავახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „პარლამენტში დეპუტატები ასეთ სისულელეებზე საუბრით არ უნდა დაკავდნენ“.


"დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც არის საზოგადოებამ კარგად იცის, მაგრამ ზოგს პირში აქვს წყალი ჩაგუბებული, ზოგი კორუმპირებულია, ზოგი კი შეშინებული. ვის რა გაუკეთებია ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ, კარგიც და ცუდიც", – ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ასპინძის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალზახ მოსიძე.

პროექტი, რომელიც პარლამენტში გუშინ განიხილეს პარტია პატრიოტა ალიანსმა მოამზადა. იგი დოკუმენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ყოფილი თანაგუნდელის, გიგა ბოკერიას მმართველობის პერიოდს "ავტორიტარულს" უწოდებს.

"ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი", — ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: უნდა გამოცხადდეს თუ არა 'ნაციონალური მოძრაობა' რეჟიმად? [Video]
პარლამენტში გენდერულ კვოტირებაზე კანონპროექტი ჩავარდა
'თუ დამნაშავეა, დაისჯება'– გიორგი კოპაძემ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ფოფხაძე: ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც სათნო იქნება ღვთისთვის
ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
'გემი იძირება და გადაიბარგა' – შეფასებები გედევან ფოფხაძის 'ოცნებიდან' წასვლაზე