FM97.5 / LIVE

‘უჭირთ დოკუმენტების მოტანა, ეს აფერხებს პროცედურებს’– მერი სამხედრო ბინების პრივატიზებაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.02.2019
ახალციხეში ე.წ. სამხედრო დასახლებებში არსებული ბინების პრივატიზება იწყება. ამისთვის 240–მა ოჯახმა მერიაში დოკუმენტები უნდა წარადგინოს. ამ დროისთვის კი საბუთების მიტანა უწყებაში 90–მდე ადგილობრივმა შეძლო.

‘უჭირთ დოკუმენტების მოტანა, ეს აფერხებს პროცედურებს’– მერი სამხედრო ბინების პრივატიზებაზე

„ზოგს უჭირს დოკუმენტების მოტანა და ეს ერთგვარად აფერხებს პროცედურებს. ჩვენ შევპირდით მოსახლეობას, რომ მალე დაიწყებოდა მათი ბინების პრივატიზაცია, თუმცა ამის გამო ეს პროცესი დროში იწელება“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

მისი თქმით, სამხედრო დასახლებების ტერიტორიის მერიის ბალანსზე გადასასვლელად აზომვითი სამუშაოები ტარდება: „ნახაზები მოვამზადეთ და შევათანხმეთ ლოჯისტიკის დეპარტამენტთან, თუმცა იქ მცირე კორექტირება გახდა საჭირო და ახლა ამის დაზუსტება მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, რომელიც უნდა გადმოგვეცეს სკვერები გაკეთდება".

მერის თქმით, პირველ ეტაპზე იმ მოქალაქეების ბინების პრივატიზების საკითხს განიხილავენ, რომლებსაც ყველა საბუთი წესრიგში აქვთ: „შემდეგ ეტაპზე კი ისეთი მოქალაქეების საქმეზე გადავალთ, რომლებიც სამხედრო დასახლებაში წლებია ცხოვრობენ, მაგრამ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები არ აქვთ. ამ საკითხების გადაწყვეტაში აქტიურადაა ჩართული თავდაცვის სამინისტრო და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია“.

ტერიტორიისა და კორპუსების თვითმმართველობის ბალანსზე გადასვლის შემდეგ, ე.წ თერთმეტბინიანების დასახლებაში სახურავები ყველა კორპუსზე შეიცვლება.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე გადავაგზავნეთ მოთხოვნა დაფინანსებაზე. სახურავებს წელს გავაკეთებთ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

სამხედრო დასახლებაში მცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელიუფლებისგან წინასაარჩევნოდ მიიღეს დაპირება, რომ მათ ბინის პრივატიზების საკითხში დაეხმარებოდნენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზაზა მელიქიძე: ყოფილი მესაზღვრეების ტერიტორიის ნაწილი გადმოგვეცა
ახალციხეში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები თვითმმართველობას გადაეცემა
თავდაცვას ბინების გადმოცემაზე დასტური ჯერ არ გაუცია, წინასაარჩევნოდ კი ხალხს მათ პრივატიზებას დაჰპირდნენ
ახალქალაქში ბინების პრივატიზაცია გაგრძელდა
ყოფილ სამხედრო დასახლებაში მერია პატარა ქალაქს გააშენებს
ახალი ამბები – 21 თებერვალი [Audio]
"ადინაცეტები" ყურადღების ცენტრში მოხვდა