FM97.5 / LIVE

ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, განათლება 20.02.2019
ახალციხის მერია სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებსაც ყველა საგანში 95 და მეტი ქულა ექნებათ, სტიპენდიას ჩაურიცხავს.

ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს
ფოტო: არქივი. 2018 წელი.


ახალციხის საკრებულოში ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ სტიპენდიას მიიღებს ყველა სტუდენტი, ვისაც მაღალი ქულები ექნება. მისი თქმით, წარჩინებული სტუდენტების რაოდენობა განსაზღვრული არ არის: "აქამდე სტიპენტიას იღებდნენ ის სტუდენტები, რომლებსაც წლის განმავლობაში საშუალო არითმეტიკულით 95 ქულა და მეტი გამოსდიოდათ. ახლა თოთოეულ საგანზეა გამახვილებული ყურადღება. ერთ სემესტრში 500 ლარს მიიღებს სტუდენტი, რომელსაც თითოეულ საგანში 95 და მეტი ქულა ექნება".

წარჩინებული სტუდენტების წასახალისებლად, სტიპენდიის გაცემის წესი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 18 თებერვალს დაამტკიცა.

სტიპენდია ჩაერიცხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ამისთვის სტუდენტმა შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინოს.

გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიპენდია 10 წარმატებულ სტუდენტს გადასცა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიიდან სტიპენდიას ათზე მეტი სტუდენტი მიიღებს
2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს
მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა
ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა

ახალციხის მერიის სტიპენდიას 14 სტუდენტი მიიღებს