FM97.5 / LIVE

ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლება ცდილობს ადიგენზე კონტროლი დაამყაროს

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
ადიგენში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ.

ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლება ცდილობს ადიგენზე კონტროლი დაამყაროს

"ჩემს მშობლიურ ადიგენის რაიონში გუშინ ადგილი ჰქონდა მეტად სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს - ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით, აბსურდული მიზეზითა და აგრესიული ფორმით განხორციელდა მუსლიმანური მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი, რაც ჩვენი ქვეყნის მუსლიმანი მოქალაქეებისთვის უდიდესი შეურაცხყოფაა. ინციდენტს სამართალდამცავების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ ძალის გამოყენება მოჰყვა.

მსგავსი უგუნური ქმედებით, ამჟამინდელი მთავრობა არა უბრალოდ ხელყოფს ჩვენი ქვეყნის მაჰმადიან მოქალაქეთა ჯგუფის ფუნდამენტურ სამოქალაქო და კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც მხოლოდ საქართველოს მტრებს აძლევს ხელს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაში დღემდე ადგილი არანაირ მსგავს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინციდენტს არ ჰქონია.

ამ შემაშფოთებელი მოვლენების ფონზე, ადიგენის გამგებლის აბსურდული ბრალდებებით დაკავება, სიტუაციას რაიონში კიდევ უფრო დაძაბავს. მიმაჩნია, რომ ადიგენში სიტუაციის ხელოვნური დაძაბვა პირველ რიგში წარმოადგენს ხელისუფლების მცდელობას კონტროლი დაამყაროს ადიგენის რაიონზე, ერთადერთ რაიონზე სამცხე-ჯავახეთში, რომლის საკრებულოშიც უმრავლესობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეადგენენ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას გონს მოეგოს და ბოდიში მოუხადოს ადგილობრივ მუსულმან მოქალაქეებს. ასევე აუცილებელია შეწყდეს რეგიონში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის დევნა და ისეთი მგრძნობიარე თემებით სპეკულირება, როგორიცაა დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ. მთავრობის ვალია დაკავდეს ადამიანთა პრობლემების მოგვარებით და მოახდინოს საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა". - აღნიშნულია მერაბიშვილის განცხადებაში.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ჭელაში მომხდარს 'ნაციონალური მოძრაობა' გამოეხმაურა
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
"სამართლიანი არჩევნების" რეკომენდაციები ჭელაში მომხდართან დაკავშირებით
ვის უკავშირებენ რელიგიური კონფლიქტის გაღვივების მცდელობას?
"გირჩი" მოხეს სადავო შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვს
ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს