FM97.5 / LIVE

რითი გარდაიცვალა 31 წლის ქალი ახალციხეში – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

მთავარისიახლე, სამართალი 19.02.2019
ახალციხეში, ასპინძის ქუჩზე გარდაცვლილი 31 წლის ქალის ოჯახის წევრებს ექსპერტიზის პასუხი გააცნეს, თუმცა დედა ექსპერტებს არ ენდობა.

რითი გარდაიცვალა 31 წლის ქალი ახალციხეში – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ქალის გარდაცვალების მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა, რაც სასუნთქ გზებში პირნაღები მასის მოხვედრის შემდეგ განვითარდა. დოკუმენტის მიხედვით, გარდაცვალების დროს 31 წლის ქალს ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

როგორც გარდაცვლილის დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს დასკვნაში ისიც წერია, რომ მისი შვილის ცხედარს მხრების არეში მოლურჯო–მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა: „სისხლნაჟღენთები ჰქონდა ქალა სარქველის რბილი ქსოვილის შიგნითა ზედაპირზეც, აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეს მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ასე ეწერა დასკვნაში“.

დედის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნაში გარდაცვალების მიზეზად მექანიკური ასფიქსია წერია, იგი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს: „ნაცემი რომ იყო ეს დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ვნახე, სხეული სილურჯეები ჰქონდა, ასევე ნეკნები ჰქონდა დამტვრეული. არ ვენდობი ამ დასკვნას, შეიძლება ისევ ამოვიღო ჩემი შვილი და კიდევ ჩავუტარო ექსპერტიზა“.

სასამართლო ექსპერტები კი ამბობენ, რომ ხშირად ჭირისუფალს გარდაცვლილზე გვამური ლაქები ძალადობის კვალი ჰგონია.

„დასკვნა არ მინახავს და გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სილურჯე შეიძლება ჭირისუფალს შეეშალა გვამურ ლაქებში. რაც შეეხება ნეკნების მოტეხილობას, გულის არაპირდაპრი მასაჟის დროს, მითუმეტეს თუ ამას არაპროფესიონალი აკეთებს, ნეკნებზე დიდი ზეწოლა მოდის და არაა გამორიცხული რომ მოტყდეს“, – ამბობს ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში 31 წლის ქალი 22 დეკემბერს, ღამით გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა ფიქრობს, რომ იგი მისმა მეგობარმა კაცმა მოკლა.

შემთხვევის ღამეს ბინის მესაკუთრეს საეჭვო არ შეუნიშნავს: „იმ ღამეს ქალს სტუმარი ჰაყვდა და დალია, ვიცი რომ ნასვამი იყო“.

[sknews.ge]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
გარდაცვლილი ჯარისკაცის მამა:'ექსპერტიზის დასკვნა გააყალბეს'
10 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა – ფაქტს შსს იძიებს
22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე  ექსპერტიზა დასრულდა
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე – რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში