FM97.5 / LIVE

‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.02.2019
ახალციხის პირველ ახალგარემონტებულ სკოლის ტუალეტებში, მოსწავლეების თქმით, გაუსაძლისი სუნია, აქ არც ქაღალდია, არც საპონი და არც კარი იკეტება შიგნიდან. შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო კი დაკეტილია.

‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

2017 წლის დეკემბერში საზეიმოდ გახსნილი სკოლის საპირფარეშოებში, როგორც მოსწავლეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვებიან, ჰიგიენური ნორმები დაცული არაა.

„ყველა სართულზე საშინელი სუნია, საპირფარეშოებიდან გამოდის. არცერთ ტუალეტში არ დევს საპონი და არ არის ქაღალდი“, – ამბობენ უფროსკლასელები.

დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი ყვებიან, რომ გოგონების ტუალეტს შიგინადნ ჩამკეტი გაფუჭებული აქვს.

„კლასელი თუ არ წამომყვა და გარეთ დამელოდა, ისე ტუალეტში ვერ შევდივარ, კარი შიგნიდან არ იკეტება და მეშინია, რომ ვინმე შემოვა, ამიტომ არ შევდივარ–ხოლმე“, – ამბობს დაწყებითი კლასის მოსწავლე გოგონა.

პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სკოლაში შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო დაკეტილია.

ტუალეტების გადასაღებად, პირველ სკოლაში, დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი არ შეუშვა. მან საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბარიც არ ისურვა: „სასწავლო პროცესია და გთხოვთ დატოვოთ შენობა“.

მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ შენობა დატოვა, როგორც მოსწავლეები გვიყვებიან დირექტორმა დამლაგებლებს ყველა ტუალეტში ხელსახოცები და საპნები დაალაგებინა. საპირფარეშოების ფოტოები "სამხრეთის კარიბჭეს" მოსწავლეებმა მიაწოდეს.

ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, დაახლოებით, 1 000 მოსწავლე სწავლობს.

პირველი სკოლის რემონტი თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლის რეაბილტიაციისთვის მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.

‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

სახალხლო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეების საჭიროებებზე. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამცხე–ჯავახეთის 168 საჯარო სკოლიდან 24–ში წყალი საერთოდ არაა, 115–ის შენობაში კი შეყვანილი არაა და ხელის დაბანა მხოლოდ ეზოებშია შესაძლებელი. რეგიონში მხოლოდ 61 სკოლაა ისეთი, სადაც ცენტრალური წყალმომარაგება სკოლის შენობაშია.

ამ მხრივ რთულია ვითარება ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ბავშვები ვერ იცავენ ჰიგიენას’– პირველი სკოლის დირექტორი მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე
სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის
კახარეთის სკოლაში ახალ საპირფარეშოს ააშენებენ
უწყლობა და ანტისანიტარია სამცხე–ჯავახეთის სკოლების ტუალეტებში – რას გეგმავენ მერიები
ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე
ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები დროებით ქალაქის სხვა სკოლებში ისწავლიან
მოხის სკოლაში მუსლიმი მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ