FM97.5 / LIVE

თეა წულუკიანი: 'მინარეთის ქონა-არქონაზე არ არის დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა'

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
"არ არის გამორიცხული მსგავსი შემთხვევები [მინარეთის] სხვაგანაც დაფიქსირდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა და საქართველოს საზოგადოებას უნდა შეეძლოს ისტერიის და დაპირისპირების გარეშე გადაწვიტოს, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: 'მინარეთის ქონა-არქონაზე არ არის დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა'
წულუკიანი ჭელაში მიმდინარე მოვლენებს დღეს, 27 აგვისტოს გამოეხმაურა.
"ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვანაირად გადაწყვიტეს. ზოგმა ქვეყანამ რეფერენდუმის სახით თქვა მინარეთებზე უარი. მინარეთის ქონა-არქონაზე არ არის დამოკიდებული მეჩეთში ლოცვა და ახლაც ხელი არ ეშლებათ.

თუკი რაიმე გაეპარა საბაჟოს, ეს უნდა დადგინდეს და კონკრეტული მებაჟის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა მე, როგორც მართლამდიდებელ მორწმუნეს, მაინც შემეშინდებოდა შევხებოდი მეჩეთზე, თუნდაც უკანონოდ, აღმართულ მინარეთს. ჩემი, როგორც მთავრობის რიგითი წევრის, სურვილი იქნებოდა, რომ მეტი პრევენცია მომხდარიყო წინასწარ და როცა მინარეთი უკვე აღმართული იყო, გამორიცხული ყოფილიყო ძალისმიერი მიდგომა, თუმცა პოლიციაზე ვინც ხელს აღმართავს, თანაბრად დაისჯება კანონის წინაშე.

მივმართავ მუსლიმებს და მუფთებს და დანანება მინდა გამოვთქვა, რომ მათ დაუშვეს ერთ ღამეში მინარეთის აღმართვა ისე, რომ საქმის კურსში არც ადგილობრივი მოსახლეობა ჩააყენეს, არც მუნიციპალიტეტი.

თუ ჩვენ გვინდა ტაძრების და მეჩეთების მშენებლობა, ეს უნდა ხდებოდეს სხვა ფორმით, მაგრამ ბოლოს მაინც დავაფიქსირებ რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა მეჩეთის მინარეთის მოხსნა, ჩემთვის იყო მიუღებელი", - განაცხადა წულუკიანმა.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აქციის მონაწილეები შეთანხმდნენ, არ დაუშვან მინარეთის ჭელაში დაბრუნება
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი:'გამოვიყენებთ ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში'
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
წულუკიანი: ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი მიდგომა რელიგიური თემებისადმი
‘საზოგადოებრივი დარბაზი’-  მინარეთის დადგმის საქმე უნდა გამოიძიონ