FM97.5 / LIVE

ასპინძაში, 17 წლის მოზარდი ღამეს ქუჩაში ათენებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.02.2019
17 წლის ბიჭი, რომელიც ლანჩხუთის მკვიდრია, ასპინძაში კი ჯერ ბავშვთა სახლში და შემდეგ ერთ–ერთ ადგილბორივთან მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, ღამეს დაბის ქუჩებში ათენებს.

ასპინძაში, 17 წლის მოზარდი ღამეს ქუჩაში ათენებს

არასრულწლოვანი ასპინძის ქუჩებში, დაახლოებით, სამი თვის წინ გამოჩნდა. მას ღამით ხან პარკში სკამზე, ხან კი ერთ–ერთი ბანკის შესასვლელში სძინავს. მოზარდმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ბიჭი თავშესაფარზე უარს ამბობს და დღის განმავლობაში მხოლოდ იმით იკვებება, რასაც ასპინძაში მცხოვრებლები უყიდიან.

„რამდენჯერმე შევთავაზე, წამოსულიყო ჩემთან სახლში ღამე გაეთია და ეჭამა, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობს, არავისთან არ სურს დარჩენა, ქუჩაში უნდა ყოფნა“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

ასპინძაში მცხვორბლების თქმით, მოზარდი ხშირად დაბას ტოვებს და გარკვეული პრიოდის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება: „გააჩერებს მანქანას, ხან ახალციხეში მიდის, ხან ხაშურში, შემდეგ ისევ ასპინძაში მოყვება ტრანსპორტს. რამდენიმე დღე რჩება და ისევ მიდის“.

17 წლის ბიჭი ლანჩუხუთის მკვიდრია. იგი აქ მამასთან და დედინაცვლათნ ერთად იზრდებოდა. ოჯახის წევრები ბავშვს მათხოვრობას აიძულებდნენ, ამიტომ დაახლოებით, 2010 წელს, იგი ასპინძის ბავშვთა სახლში მოხვდა. თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც ბავშვთა სახლი დაიკეტა, იგი ამავე სახლის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მინდობით აღზრდაში აიყვანა.

„ბავშვის მამას გონებრივი ჩამორჩენა ჰქონდა. ბიჭი ქუჩაში მათხოვრობისას ვიღაცამ ნახა და ბავშვთა სახლში მოიყვანა. როცა დაიხურა ეს სახლი, მე ავიყვანე ბავშვი მინდობით აღზრდაში“, – გვითხრა 17 წლის ბიჭის ყოფილმა მეურვემ ასპინძაში, რომელთანაც მოზარდი შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, ბიჭი სახლიდან ნოემბერში გაიქცა: „კარგად ვუვლიდი, თავს კარგად გრძნობდა, თუმცა როგორც კი წამოიზარდა აღარ ჩერდებოდა. სახლიდან წავიდა და მას შემდეგ ვეღარ მოვიყვანე, ქუჩაშიც კი თვალს მარიდებს რომ მხვდება“.

ყოფილი მეურვე ამბობს, რომ ბიჭი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა: „ისევე როგორც მის მამას, მოზარდსაც გონებრივი ჩამორჩენა აქვს“.
ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის რეზო თამაზაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ბიჭი სახლიდან წამოვიდა, იგი ორ სხვადასხვა თავშესაფარში მიიყვანეს, თუმცა არცერთგან არ გაჩერდა და ისევ ასპინძაში დაბრუნდა.

„ტომები მაქვს დაწერილი ლამის ამ ბავშვის საქმეზე, საქმის კურსში ვართ ყველა, მუდმივად ახა–ახლი თავშესაფრის ძებნა გვიწევს მისთვის, იქნებ სადმე მაინც გაჩერდეს. ამბობს ქუჩაში მინდა ყოფნა და თავშესაფარი არ მჭირდებაო, არადა რას ჭამს, რას სვამს და სად ათევს ღამეს კაცმა არ იცის, მოძრავი ბავშვია და ერთ ადგილზე არ ჩერდება“,– ამბობს რეზო თამაზაშვილი.

მისივე თქმით, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ–ერთ თავშესაფართან: „იქნებ იქ მაინც მოეწონოს გარემო და გაჩერდეს, ბოლო პერიოდში თავის ოჯახშიც კი ჩავიყვანეთ მამამისთან, მაგრამ იქიდანაც გამოიქცა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ უსახლკარო ბავშვების შემთხვევაში, სახელმწიფოს თავშესაფრის მოძებნა, ან სახოვრებელი ფართის გამოყოფა ევალება: „თუმცა ამ შემთხვევაში, როცა ქუჩაში სურს ცხოვრება და არსად ჩერდება, ფსიქოლოგმა უნდა იმუშაოს ბიჭთან და დაადგინოს იქნებ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ასევე გაარკვიოს რატომ გრძნობს ყველაზე დაცულად თავს ქუჩაში, რომ თავშესაფარი არ უნდა“.

ასპინძის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოზარდთან ფსიქოლოგიც მუშაობდა: „იმის გამო, რომ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები ჰქონოდა, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოვათავსეთ, სადაც 10 დღე იყო, თუმცა გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონდა და დაწესებულებაში ვერ დარჩებოდა“.

ფსიქოლოგი გულიკო ბექაური ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მეტი კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ ურჩევნია მოზარდს სახლს ქუჩაში ყოფნა: „მას თუ რთული ბავშვობა ჰქონდა და მშობელი ძალადობდა მასზე, ბუნებრივია მის ფსიქიკაში ეს კვალს დატოვებდა. თუ გონებრივადაც ჩამორჩენილია, ბუნებრივია რომ არაადვექვატურია და თავის ქცევებს და აზრებს ვერ აკონტროლებს, ამიტომ აუცილებელია კარგი დაკვირვება და რეალური მიზეზის მიგნება“.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ასპინძელი კაცი, რომელიც ღამეს თბილისის ქუჩებში ათევს, დახმარებას ითხოვს
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბიჭი ისევ საავადმყოფოში რჩება
11 წლის ბიჭი სკოლაში დაბრუნდა, მის კლასს კი ახალი დამრიგებელი ჰყავს
ასპინძაში 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა
ასპინძაში მყვინთავებმა დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს
სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა
ასპინძაში იშვიათი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა