FM97.5 / LIVE

ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.02.2019
ასპინძის მუნციპალიტეტის საკრებულომ სამართალდარღვევათა ოქმის წარმოების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც დაბაში სალონების კონტროლი დაიწყება.

ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება

ასპინძის საკრებულომ ოქმი დღეს, 15 თებერვალს, გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.

„აქამდე ჩვენ გვქონდა კითხვარი და მისი მეშვეობით ვამოწმებდით სალონებს. დღეს დამტკიცებული ოქმის მიხედვით თუ სალონებში წერიგი არ დაგვხვდება დავაჯარიმებთ“, – ამბობს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.

მისი თქმით, ასპინძის სალონებში მხოლოდ თმის მოვლაა შესაძლებელი: „ჩვენთან პედიკურს და მანიკურს არ აკეთებენ. სტილისტები კი გადამზადებულები არიან და იციან ჰიგიენური პირობები როგორ უნდა დაიცვან“.

ასპინძაში სულ ხუთი სილამაზის სალონია და 10–მდე თანამშრომელი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის იანვარში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სალონებში ინვენტარი უნდა განახლებულიყო და ჰიგიენური წესებიც დაეცვათ. ამავე წლის ოქტომბრიდან ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა.

რეგულაციების მიხედვით სალონებს მუშაობის წესის, ინსტრუმენტების, ავეჯის, ნარჩენების გატანის, სტერილიზაციის და სხვა პროცედურების შეცვლა მოუხდათ. თუმცა, მანამდე ისინი „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო
ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ
ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
ვალდებულებები, კონტროლი და უსაფრთხოება –  სილამაზის სალონების გამოწვევა
2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება