FM97.5 / LIVE

ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 15.02.2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ცოლის მუქარაში ბრალდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იგი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ცოლის მუქარაში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

დღეს, 15 თებერვალს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ცოლის მუქარაში ბრალდებული მამაკაცის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს.

მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ბრალდებულს ერთი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

მოსამართლის გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო–"რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან გამოძიებისათვის მიცემულ და შემდეგ სასამართლოში, მიცემულ ჩვენებებში განსხვავება იყო. ვფიქრობთ, რომ დაზარალებულმა ზეწოლის ქვეშ მისცა ჩვენება",– ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი.

როგორც დაცვის მხარე ამბობს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქმე ეხება 27 წლის კაცს, რომელსაც სასამართლომ ცოლის ქამრით ცემისთვის ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, თუმცა, საპატიმროს დატოვებიდან თვენახევარში იგი ცოლის მუქარისთვის ისევ დაიჭირეს. მაგრამ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან მეორედაც გაათავისუფლეს, მას გირაო 5 000 ლარი შეეფარდა. პირველი შემთხვევისაგან განსხვავებით, ბრალდებული ბრალს ამჯერად არ აღიარებს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 ვის გადაუხდის სახელმწიფო სამი თვის კომუნალურებს

01.04.2020 'გვაქვს 4 000 ანტისხეულზე და 2 000 ანტიგენზე დამყარებული ტესტი' – თამარ გაბუნია

01.04.2020 რა პროცედურები ტარდება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმეზე დაზარალებულის მამა დაკითხეს
ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ცოლის ქამრით ცემისთვის გასამართლებულს  ახლა ცოლის მუქარაში ადანაშაულებენ
ცოლის მუქარაში ბრალდებულის საქმე – რა წერია ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში
ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ნინოწმინდაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა