FM97.5 / LIVE

სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, განათლება 13.02.2019
ადიგენში, სოფელ ბენარაში, სკოლის მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტენდერი 2 470 043 ლარზე გამოაცხადა.

სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ბენარაში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით), საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტიც მომზადდება და სამშენებლო სამუშაოებიც განხორციელდება.

სკოლაში 12 საკლასო ოთახი, სამი კაბინეტი და ერთი ლაბორატორია იქნება. ასევე, მოეწყობა დირექტორის კაბინეტი, კანცელარია, ბუღალტერია, არქივი, სამასწავლებლო, სასწავლო ნაწილის ოთახი, ბიბლიოთეკა წიგნ-საცავი, ექიმის კაბინეტი, მანდატურის/დაცვის ოთახი და სანიტარული კვანძის ბლოკები როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და შშმ პირებისთვის. გარდა ამისა, სკოლაში უნდა იქნება ბუფეტი, დამლაგებლის ოთახი, სველი წერტილი.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაობი ერთი წლის ვადაში უნდა განახორციელოს.

ადიგენში სულ 25 სკოლაა. მიმდინარე წელს სკოლის მშენებლობა სოფელ ღორთუბანშიც იგეგმება. სამცხე–ჯავახეთში სკოლები აშენდება ნინოწმინდაში, სოფელ ორლოვკაში და ასპინძაში სოფელ ორგორაში.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება
სოფელ ჩუნჩხაში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს
ახალქალაქში, სოფელ ჩუნჩხაში ახალი სკოლა აშენდება
ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება
სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება
„თანადგომა შვილებს“–ახალციხეში შშმ პირებისთვის კაბინეტი გაიხსნა
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა