FM97.5 / LIVE

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
'საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო' სოფელ ჭელაში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გარდა იმისა, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება, ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმების უფლებები.

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
"2013 წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, მეჩეთის დემონტაჟს ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მინარეთის დემონტაჟი სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით განხორციელდა, ვიანიდან კონსტრუქციის თურქეთიდან იმპორტირებისას საბაჟო დეკლარაციაში არასწორად მოხდა მისი კლასიფიცირება.

მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება არ ამართლებს მინარეთის დემონტაჟს და ამავდროულად არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას მაშინ, როდესაც „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება.

ამასთან, საგანგაშოა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის ფორმა, რომლითაც უწყებამ გადაწყვიტა შემოწმების ჩატარება, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს და მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. სახელმწიფო სამსახურის ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების მიმართ დაუშვებელია. ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknewa.ge]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის
ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
შემოსავლების სამსახურმა ახალი განცხადება გაავრცელა
TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამა სამცხე-ჯავახეთში
ადიგენის საკრებულოს გადაწყვეტილება მინარეთის დემონტაჟის შესახებ