FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2019
მაჭატია, ბუღაშენი, თირკნა, ზაკვი – ეს იმ სოფლების მიცრე ჩამონათვალია, სადაც აბრებზე სოფლების სახელები შეცვლილია. ახალქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

ახალქალაქის ერთ–ერთ უძველესი სოფლის შესასვლელში აბრაზე მაჭატიას ნაცვლად მაჯადია წერია. წარწერა ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი აბრა მოსახლეობის გადაწყვეტილებით ორი წლის წინ დადგეს და ამისთვის ნებართვა გამგეობიდან მიიღეს.

„ჩვენ გავაკეთეთ, სოფელმა ავაგროვეთ ფული. გამგეობამ მოგვცა ნებართვა. ადრე ამ სოფელს მაჯადია ერქვა და ამიტომ შევცვალეთ მისი სახელი“, – ამბობს მაჭატიაში მცხოვრები ტიგრან მარკარიანი.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, რომელი ისტორიული წყაროების მიხედვით იხელმძღვანელეს სოფლისთვის სახელის შეცვლისას, ადგილობრივები გვპასუხობენ: „სხვა არაფერი არ ვიცით, ვიცით რომ ეს სოფელი მაჯადიააა“.

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

მაჭატიის მსგავსად სახელწოდებაა შეცვლილი მეზობელ სოფელ ბუღაშენშიც, აქ აბრაზე ბაგაშენი წერია.

„ჩვენს სოფელს ბუღაშენი ქვია, მაგრამ ტრაფარეტზე შეცდომით დაწრეს, ვერ გეტყვით ვის შეეშალა ეს, ალბათ გზების კომპანიას ეცოდინება, ვინც მაგას აკეთებს“, – გვითხრა სოფელ ბუღაშენში მცხოვრებმა ვალერ აფოზიანმა.

აბრაზე შეცვლილი სახელწოდების შესახებ ინფორმაცია არ აქვს ბუღაშენის საჯარო სკოლის დირექტორს თათევოს პალიანსაც: „ვერ გეტვით ვინ რა დაწერა, მაგრამ ჩვენი სოფლის სახელოწდება ბუღაშენია“.

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

ტირკნა წერია ბუღაშენის მიმდებარედ სოფელ თირკნას აღმნიშვნელ აბრაზეც.

„გუგლში შეცდომით წერია, ჩვენს სოფელს ტირკნა ჰქვია, ესაა სწორი და ალბათ იმიტომ ჩაასწორეს, მაგრამ ვინ გააკეთა ეს არ ვიცი“, – ამბობს სოფელ თირნკაში მცხოვრები ერთ–ერთი ადგილობრივი.

დამახინჯებულია სოფლის სახელწოდება სოფელ ზაკვის შესასვლელშიც. აქ ასოები საღებავითაა გადაშლილი და აბრაზე ზაკვის ნაცვლად ზაქვი წერია, ბოლო ორი ასო კი წაშლილია.

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

ახალქალაქის სოფლებში შეცვლილი აბრები სოციალურ ქსელში პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა გამოაქვეყნა. იგი წარმოშობით ახალქალაქიდანაა. მეტრეველის თქმით, ჯავახეთში ბევრი სოფელია, სადაც მსგავსი პრობლემაა.

„წლების წინ აბრაზე სახელწოდება შეიცვალა სოფელმა ღადომ, ახლა აქ ღადოლარი წერია. ქართულ ტიპონიმებზე აგრესია საუკუნეებია მიდის, მაგრამ ეს ჩვენს დროშიც რომ არ სრულდება და არ კონტროლდება ესაა გულსატკენი. იმდენად ადგილობრივებზე არ მწყდება გული, როგორც ჩვენს სტრუქტურებზე, გულგრილად ეკიდებიან ამ ყველაფერს. ერთს არ მიაქციეს ყურადღება, მეორეს და როცა დაუსჯელობას იგრძნობენ უარესი იქნება. ვერ ვიტყვი, რომ მთელი მოსახლეობა დადის და ამას აკეთებს, იქ არის რამდენიმე პროვოკატორი, რომლიც სოფლების სახელებს გამიზნულად ცვლის“, – ამბობს მეტრეველი.

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

მისი თქმით, ჯავახეთში დასახლებების ნაწილში საერთოდ არ დგას აბრები, ზოგიერთ შემთხვევაში კი დაკარგულია: „ნინოწმინდა –ახალქალაქის შორის სოფლებია, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ფირნიშები. ამიტომ პერიოდულად ადგილობრივები დგამენ რაღაცას, ცხადია დამახინჯებულს და არასწორად“.

ახალქლაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი აცხადებს, რომ აბრებზე სოფლების შეცვლილი სახელების შესახებ ინფრომაცია არ აქვს: „ჩემთვის არავის უთქვამს, თქვენგან პირველად გავიგე, სავარაუდოდ, ტექნიკური შეცდომაა მაჭატიას ნაცვლად თუ მაჯადია წერია. დანარჩენ სოფლებზე ვერ გეტყვით, ერთი წელია მერი ვარ და ჩემთან სოფლის ფირნიშის შესაცვლელად არავინ მოსულა.დავინტერესდები ამ საკითხით“.

აბრებზე სოფლების შეცლილი სახელების შესახებ არაფერი იცის ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემაც: „ჩვენთან საკრებულოში ფირნიშის შეცვლის შესახებ განცხადება არ შემოსულა, არც ახლა და არც ადრე. ეს გზების დეპარტამენტის საქმეა და შეგიძლიათ მათ დაუკავშირდეთ. 10 წლის წინ, როცა მერიაში ვმუშაობდი, სახელმწიფოსგან მოგვივიდა სოფლის სახელები და რაც ადრე ერქვა ის ქვია ახლაც, მე სხვა არაფერი ვიცი“, – გვითხრა ნაირი ირიციანმა.

ახალქალაქში გზების მოვლა–პატრონობაზე ბოლო 30 წელი პასუხისმგებელი შპს „ჯავახ ავტოგზაა“.

„დარეკეთ პოლიციაში და ისინი უფრო კარგად გაგცემენ პასუხს ვინ ხსნის მაგ ნიშნებს, ვინ შლის სახელწოდებებს და ვინ ეწევა პროვოკაციას, მე ვერაფრით დაგეხმარებით, კანონდარღვევით ჩემი დაყენებული იქ არაფერია. რაც შეეხება სომხურ წარწერებს, ეს არც კი უნდა იკითხოთ, ამას საგზაო დეპარტამენტი არ გააკეთებდა“, – განაცხადა შპს „ჯავახ ავტოგზის“ დირექტორმა ნოდარ ინასარიძემ.

მისი თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც აბრებზე სახელწოდებები შეცდომითაა დატანილი, სარეაბილიტაციო სამუშაოები საქრთველოს გზების დეპარტამენტის დაკვეთით ერთ–ერთმა კომპანიამ განახორციელა: „არაგვადან კოთელიამდე გზის რებაილიტაცია სომხეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ განახორციელა. საგზაო ნიშნებიც ამ კომპანიამ დააყენა, ჩვენ მხოლოდ მოვლა–შენახვა გვევალება, რომ დაზიანდება იმას ვაკეთებთ. რასაც იმ კომპანიას დაავალებდნენ იმას გააკეთებდა ისიც. ისე ტოპონიმიკას ისტორიკოსებმა უნდა მიხედონ. სად რა სახელწოდებაა ჩვენ ხომ არ დაგვესიზმრება. აი მაგალითად, დილისკას ადრე დილისკარი რქმევია–თურმე“.

ნოდარ ინასარიძის განცხადებით წლების წინ იყო შემთხვევები როცა საგზაო ნიშნები გზებზე აღარ ხვდებოდა და მისი ხელახლა დამონტაჟებდა უწევდა: „მე რა ვიცი ვის რისთვის მიჰქონდა. ზოგი ჟეშტს იყენებდა ლაბათ“.

ახალქალაქში ათამდე სოფლის დასახელება აბრებზე შეცდომით წერია

რომელმა კომპანიამ დაამოტაჟა ცენტრალურ გზაზე სოფლის მიმანიშნებელი აბრები არასწორად და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ კითხვებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მივმართეთ, თუმცა უწყებამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წერილობით მიმართვა მოგვთხოვა: „რამდენიმე სამსახურიდან უნდა მოვიპოვო ინფორმაცია. ადგილზე უნდა მივიდეს ჩვენი წარმომადგენელი, აღიცხოს შეცდომები და უნდა გავარკვიოთ რატომ მოხდა ასე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცახდებენ, რომ ბოლო პერიოდში ახალქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში საგზაო ნიშნების ქურდობის ფაქტებზე პოლიციას შეტყობინება არ მიუღია. რაც შეეხება აბრებს იერსახის დამახინჯების საკითხს ეს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეა.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

‘შეცვალეთ საგზაო ნიშნებზე სომხური ალფაბეტით დატანილი წარწერები’ – საგზაო ახალქალაქის მერიას
ახალქალაქის მერიამ სოფლების აბრების საკითხის შესწავლა დაიწყო
კვირის აქცენტი: სოფლების შეცვლილი სახელების საქმე [Video]
ახალქალაქში ორი საჯარო უწყების  სახელი აბრებზე ქართულად შეცდომით წერია [Photo]
‘როგორც კი დათბება, არასწორად დაწერილ ბანერებს შევცვლით’ – ახალქალაქის მერი
ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ცვივა
ასპინძა–ახალქალაქის გზაზე კლდეებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ჩამოწმენდს