FM97.5 / LIVE

‘უფასო ფაკულტეტებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შეამცირა’ – შეფასებები ახალციხიდან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, განათლება 11.02.2019
განათლების მინისტრის ინიციატივას უფასო ფაკულტეტების გაუქმების შესახებ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორებისა და სტუდენტების ნაწილი უარყოფითად, ნაწილი კი დადებითად აფასებს.

‘უფასო ფაკულტეტებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შეამცირა’ – შეფასებები ახალციხიდან

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018–2019 სასწავლო წლიდან სამართლის და ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამების გარდა, ყველა სპეციალობა უფასოა. სასწავლებელში სულ ოთხი ფაკულტეტია და პირველად აქ უფასო სპეციალობები ისტორიაში, ქართულ ფილოლოგიასა და ეკონომიკაში 2015 წელს გაჩნდა.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი უფასო ფაკულტეტების გაუქმებას არ ემხრობა. მისი თქმით, ამან სასწავლებელში სტუდენტების რაოდენობის ზრდა ვერა, მაგრამ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება ნამდვილად გამოიწვია: „უფასო პროგრამების გაჩენამდე, უნივერსიტეტი ყოველწლიურად თითქმის იმდენივე სტუდენტს იღებდა, რამდენსაც უფასო პროგრამების ამოქმედების შემდეგ. თუმცა, რაც უფასო პროგრამები არსებობს, მას შემდეგ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა თითქმის განახევრდა“.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამჟამად, 1 557 სტუდენტი სწავლობს. მათ შორის 867 უფასო სპეციალობაზეა. 2011 წლიდან დღემდე, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან 55 სტუდენტი გაირიცხა, 365 –ს კი სტატუსი შეუჩერდა.

„უფასო რომ იყო, საჯარო მართვაზე ამიტომ ჩავაბარე. ბევრი ვიცი ჩემს გარშემო ისეთი, სწავლა რომ უნდადა და უფულობის გამო ვერ ჩააბარა. უფასო ფაკულტეტების გამო ბევრი იწყებს უმაღლესი განათლების მიღებას, ამიტომ არ მიმაჩნია სწორად მათი გაუქმება“, – ამბობს იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი თორნიკე მათოშვილი.

მინისტრის მიერ დაანონსებულ ცვლილებას უარყოფითად აფასებს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი რომან გოგოლაურიც: „გამიკვირდა რაც მინისტრმა თქვა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს სტუდენტებზე მძიმედ აისახება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უფასო პროგრამებმა სტუდენტების რიცხვი გაზრდა. მაგალითად, ვიდრე ისტორიის სპეციალობა უფასო გახდებოდა, იმდენივე სტუდენტს ვიღებდით, რამდენსაც ახლა“.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი კი ფიქრობს, რომ უფასო ფაკულტეტებმა სხვა ფასიანი მიმართულებები დააკნინა და ამიტომ მოსალოდნელი ცვლილება მისთვის მისაღებია: „იმ მიმართულებებმა, რასაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს, სხვა სპეციალობები დააკნინა, მაგალითად ასობით სტუდენტმა ბიზნესის ადმინისტრირებას ეკონომიკა არჩია, რადგან უფასოა. სტუდენტი ხედავს, რომ ისტორიკოსიც რომ იყოს, მაინც შეძლებს ბანკში მუშაობას, ამიტომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე საბანკო საქმე აღარ აინტერესებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხს ბაზარი ვერ არეგულირებს“.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მაკა ბერიძეს მაიჩნია, რომ მინისტრის ახალი ინიციატივა სასწავლებლების ავტონომიას გაზრდის: „ასეთი ფორმულირება, რომ აღარ იქნება უფასო სპეციალობები, არაა სწორი. სინამდვილეში ყველა პროგრამა იქნება დაფინანსებული და უნივერსიტეტს მიეცემა საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს თუ რომელი პროგრამა უნდა იყოს უფასო და რომელი გარკვეული პროცენტით დაფინანსებული. ეს უნივერსიტეტის რეალური ავტონომიისკენ გადადგმული ნაბიჯია და მივესალმები“.

განათლების მინისტრმა უფასო ფაკულტეტების გაუქმების შესახებ პარლამენტში შვიდ თებერვალს ისაუბრა: "უნდა ვთქვათ, უფასო დაფინანსების მოდელი არაფრის მომცემი არ არის, არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული. მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ და ჩვენც და მსოფლიო ბანკსაც გვაქვს ხედვა, რომ ეს უნდა იყოს performance based მოდელზე შემუშავებული, რომელიც არის ინდიკატორებზე და რომელმაც უნდა მოგვცეს ის მიმართულებები, რისკენ მოვახდინოთ წახალისება. ეს იქნება მეცნიერების კომპონენტი, პროგრამების ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, მსოფლიო ბანკი ასრულებს მუშაობას კვლევაზე. პირდაპირ რაც შემიძლია გითხრათ, მომავალ წელს გავაკეთებთ ყველაფერს, რომ უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს და პირდაპირ გადასვლა მოხდეს ახალ მოდელზე“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

მომავალი წლიდან უფასო ფაკულტეტები გაუქმდება - განათლების მინისტრი
საფეხური: უფასო სპეციალობები სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში [Audio]
სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია
უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი
სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ე.წ. რეგიონული სპეციალობა ვეტერინარია იქნება
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ