FM97.5 / LIVE

2023-2024 წლიდან ეროვნული გამოცდები შესაძლოა ერთმა გამოცდამ ჩაანაცვლოს

მთავარისიახლე, განათლება 11.02.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023-2024 წლიდან შესაძლოა, ეროვნული გამოცდების ნაცვლად ერთი კომბინირებული გამოცდა ჩატარდეს.

2023-2024 წლიდან ეროვნული გამოცდები შესაძლოა ერთმა გამოცდამ ჩაანაცვლოს

„გრძელვადიან პერსპექტივაში ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც სკოლების სისტემა გვექნება იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ ვენდობით სკოლებს და მასში მიმდინარე პროცესებს, შემდეგ წავიდეთ იქეთკენ, რომ სკოლების აკადემიური მიღწევები გრძელვადიან პერსპექტივაში, რას აკეთებდა ეს მოსწავლე 12 წლის განმავლობაში როგორც საგანში, ასევე კლასგარეშე საქმიანობებში, რამდენად ლიდერული იყო, რამდენად აქტიური იყო, შესაძლებელია იყოს ერთი დიდი ცენტრალიზებული გამოცდა, რომელიც იქნება საგნის და უნარის კომბინაცია და ამის გარდა არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, სხვადასხვა წყარო, რის მიხედვითაც უნივერსიტეტი მას შეარჩევს. ეს არის შორეული პერსპექტივა. ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა ეს ქართული ენისა და ლიტერატურის და უნარების კომბინირებული გამოცდა. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით, დავგეგმავთ და წინ წავალთ ისე, როგორც დაგეგმილია, 2023-2024 წელს შეიძლება ამის დანერგვა",- აცხადებს აბულაძე.

მანამდე მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. სიახლის თანახმად 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები.

2020 წლიდან თითოეულ პროგრამაზე ბარიერს უნივერსიტეტები დაადგენენ. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში - ისტორიას.

რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.

[sknews.ge]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება
ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება
2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგში ცვლილებებია
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დასრულდა