FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2019
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, სასმელი და სამეურნეო წყლის გარეშე დარჩენილ სკოლებს შორის სამცხე–ჯავახეთი პირველ ადგილზეა.

სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის

დღეს, 11 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, სკოლებში წყლის, საპირფარეშოების სანიტარიისა და ჰიგიენური ნორმების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშით ირკვევა, რომ 10 რეგიონში მოქმედ 1 897 საჯარო სკოლიდან 94–ს სასმელი და სამეურნეო წყალი საერთოდ არ მიეწოდება. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი უწყლოდ დარჩენილი სკოლა სამცხე–ჯავახეთშია.

სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის

ამავე ანგარიშით ირკვევა, რომ სამცხე–ჯავახეთის 168 საჯარო სკოლიდან 115–ის შენობაში წყალი შეყვანილი არაა და ხელის დაბანა მხოლოდ ეზოებშია შესაძლებელი. 15 კი ჭისა და ჭაბურღილის წყლით მარაგდება. რეგიონის მასშტაბით, მხოლოდ 61 სკოლაა ისეთი, სადაც ცენტრალური წყალმომარაგება სკოლის შენობაშია.

საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყნის ექვს რეგიონში 108 საჯარო სკოლა შეისწავლა, მათ შორის დიდი და პატარა სკოლები სოფლებსა და ქალაქებში. ანგარიშის მიხედვით, სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეთა საჭიროებებზე.

სამცხე–ჯავახეთის 24 სკოლაში არც სასმელი და არც სამეურნეო წყალი არ არის

„საყურადღებოა, რომ რეგიონებში, წყლის უვნებლობის მონიტორინგის კუთხით განსხვავებული მდგომარეობა იკვეთება. გამოკითხვის შედეგად დგინდება, რომ საჯარო სკოლებს ტერიტორიული თუ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემების გამო, ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინიციატივით, აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლიონ წყლის უვნებლობა რეგიონებში მდებარე სკოლებში, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილის განცხადებით, დაწესებულებას სათანადო ფინანსური რესურსი არ აქვს საიმისოდ, რომ თავიანთი ინიციატივით გამოიკვლიონ შესაბამის ლაბორატორიებში სკოლაში მომდინარე სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური უვნებლობა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სპეციალური რეგულაციების არარსებობაზეც. შემოწმებული სკოლების უმრავლესობას წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ რეგულაციები არ გააჩნია (77,4%).

ასევე გამოვლინდა, რომ საჯარო სკოლები პრობლემურია სკოლების წყალმოხმარებასა და არაჰიგიენური მდგომარეობითაც, მათ შორის, საუბარია ბუფეტის, სამედიცინო კაბინეტის და ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემის არარსებობაზე.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: 'სკოლების დიდ ნაწილში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია'
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი
ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ