FM97.5 / LIVE

‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.02.2019
ახალციხელმა გოგონებმა მცენარეების საშრობი აპარატი და უსინათლოებისთვის ულტრაბგერითი სამაჯური გამოიგონეს, თუმცა, იდეების განხორციელება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. მიზეზი უსახსრობაა.

‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან

22 წლის მარიამ ზედგინიძემ და მისმა ჯგუფელმა ნატალი კაპანაძემ ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“, სამკურნალო მცენარეების მოვლა–მოყვანის სპეციალობა დაამთავრეს. მათ სწორედ აქ სწავლის დროს, 2017 წელს, მცენარეების საშრობი აპარატი გამოიგონეს. ამ გამოგონების საშუალებით, სახლის პირობებში, სამკურნალო მცენარეების ნაყენის დამზადება მარტივადაა შესაძლებელი.

„დავამზადეთ მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მცენარეების გაშრობა და შემდეგ სხვადასხვა სამკურნალო ნაყენების დამზადება. აპარატის გამოყენება სახლის პირობებში ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. თუ გაციებული ხარ და წამალს ვერ ყიდულობ, შეგიძლია ამით წამალი დაამზადო. აპარატს აქვს ტემპერატურის გამზომი და მარტივად მიხვდები, რომელი მცენარე რა ტემპერატურაზე შეგეძლია გააშრო“, – გვიხსნის მარიამ ზედგინიძე.

მისივე თქმით, აპარატის მხოლოდ ერთი ნიმუში დამზადდა, პროექტის სრულად განხორციელება კი ვეღარ მოხეხრხდა, რადგან, მისი თქმით ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება: „მთავარია, რომ იდეა არის და პირველი ნიმუშიც შექმნილია, თუ მომეცემა ფინანსურად ამის საშუალება, ან რაიმე პროექტი იქნება, ბოლომდე მივიყვათ ჩანაფიქრს, რადგან ძალიან კარგი და ეფექტური საშრობი გამოვიდა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ოჯახს წაადგება“.

‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან

ახალგაზრდა გამომგონებლებმა, მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, კოლეჯებს შორის გამართულ „ჰაკათონში“ მიიღეს მონაწილეობა და ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავეს. ამავე, 2017 წელს, „ჰაკათონში“ ახალციხიდან კიდევ ორი ახალგაზრდა გამომგონებელი გოგონა 19 წლის მარიამ სააკიანი და 18 წლის მარიამ დევნოსაძე მონაწილეობდნენ. მათ უსინათლოებისთვის ულტრაბგერითი სამაჯური შექმნეს.

„სამაჯურის მინიატურული ვიბროძრავების მეშვეობით უსინათლო პირი შეძლებს, შეიგრძნოს, თუ რა მანძილითაა დაშორებული სასურველი დანიშნულების წერტილიდან და რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს, რომ უმოკლესი მანძილის გავლით მივიდეს სასურველ ლოკაციამდე, კონკრეტულ შენობაში“, – გვიყვება მარიამ სააკიანი.

მისი თქმით, მაშინ როგორც „ჰაკათონის“ გამარჯვებულებს, 1 500 ლარი გადაეცათ, თუმცა, გამოგონების იდეის განხორციელებისთვის, ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა: „ძალიან საინტერესო იდეა იყო. ვფიქრობთ, რომ სენსორული სამაჯური გადაადგილებას ძალიან შეუმსუბუშებს უსინათლოებს, თუმცა ამას დიდი რესურსი სჭირდება, რომ ჩვენი იდეა იდეად არ დარჩეს და ბოლომდე განვახორციელოთ“.

მცენარეების საშრობი აპარატის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სამაჯურის მხოლოდ ერთი ნიმუში შეიქმნა.

‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან

„იდეები კიდევ ბევრი გვაქვს, მაგრამ მათი განხორციელება რთულია. ვცდილობთ ყველა კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და პირველ რიგში, სამაჯურის იდეა მივიყვანოთ ბოლომდე. გვინდა, რომ ეს მხოლოდ კონკურსისთვის შექმნილ ნამუშევრად არ დარჩეს“, – გვეუბნება მარიამ დევნოსაძე, რომელიც ახლა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტია.

‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან

უკვე მეცხრე წელია, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
გაეროს განცხადებით, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი მეცნიერებასა და განათლებაში ქალების თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა, მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავების აღმოიფხვრაა. გაეროში მიაჩნიათ, რომ მეცნიერება ახალგაზრდა ქალებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

პირველ ქალ მეცნიერად ძველეგვიპტელი მერიტ ფტაჰი, ექიმი და მედიცინის დარგში ერთ-ერთ პიონერი მიიჩნევა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

'ჰაკათონის' მონაწილე გუნდი ახალციხიდან 'ენერგო–პრო ჯორჯიას'ფავორიტი გახდა
თაობა მაXიმუმი: გოგონები ინოვაციური იდეებით  [Video]
ექიმი გვირჩევს: სამკურნალო მცენარეები [Video]
თაობა მაXიმუმი: ინოვაციური იდეების ავტორები  [Audio]
კოლეჯ ”ოპიზარში” კომპოსტის ყუთი დაიდგა
სამი გოგოს პროფესიული არჩევანი - ხელობა ფინანსური თავისუფლებისთვის
ახალციხელი გამომგონებელი: „არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“