FM97.5 / LIVE

დეპუტატი შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე: ‘პიროვნებას, ვისაც ვწერდი, არ ვიცნობდი’

მთავარისიახლე, სამართალი 11.02.2019
სამცხე–ჯავახეთში ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის მიერ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე ჯერ არ დადგენილა, თუ ვის ეკუთვნის ფეისბუქის ის გვერდი, რომელთანაც დეპუტატს მიმოწერა ჰქონდა.

დეპუტატი შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე: ‘პიროვნებას, ვისაც ვწერდი, არ ვიცნობდი’

დეპუტატი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვება, რომ იგი პიროვნებას, ვისაც ფეისბუქით წერდა, არ იცნობდა: „ვწერდი, მაგრამ არ ვიცოდი 15 წლის იყო თუ არა. თავიდან მანდ სულ სხვა საუბარი იყო, მერე რაღაცები მიჭრეს, მოჭრეს და რაც უნდოდათ ის გამოაქვეყნეს“.

სოციალურ ქსელში ე.წ. სქრინებით დეპუტატის მიერ 15 წლის გოგონასთან მიმოწერა 2018 წლის ნოემბერში გავრცელდა. ფოტოებში ჩანდა, რომ დეპუტატი გოგონას ჯერ სახელს, შემდეგ კი ასაკს ეკითხებოდა, გოგონა წერდა, რომ ის 15 წლის იყო, დეპუტატი კი პასუხობდა: „პატარა ხარ, მაგრამ გენდომება უკვე“.

დეპუტატი აცხადებს, რომ მას არასრულწლოვანთან კონტაქტის დამყარების მცდელობა არ ჰქონია: „არანაირი ურთიერთობა არ მქონია მაგ პიროვნებასთან. იმის მერე [რაც სოციალურ ქსელში სქრინები გავრცელდა] გაქრა ეგ ფეისბუქის გვერდი. ეს ვიღაცამ შეგნებულად, ანგარიშსწორების მიზნით გამიკეთა, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მისცეს. ეჭვი მაქვს გარკვეულ პირებზე, მაგრამ ვერაფერს დავამტკიცებ, ფაქტები არ მაქვს და ამიტომ ვარ ჩუმად“.

საკრებულოს წევრი ირწმუნება, რომ ის ვინც მას 15 წლის გოგოთი გაეცნო, კაცი აღმოჩნდა: „საბოლოოდ გაირკვა, რომ ბიჭი მწერდა, როგორც ვიცი პოლიციამ დაკითხა კიდეც, მაგრამ არასრულწლოვანი აღმოჩნდა და სამართალდამცველები ვერაფერს აკეთებენ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დეპუტატმა მიმოწერის შესახებ აღიარა, თუმცა იმას, რომ ადრესატი არასრულწლოვანი ბიჭი აღმოჩნდა კატეგორიულად უარყოფენ: „ჯერ არ არის დადგენილი თუ ვინ წერდა დეპუტატს, ნამდვილად 15 წლის გოგო იყო ის, თუ ვინმე სხვა. ამიტომ მომხდარზე, შესაძლო გარყვნილი ქმედების მუხლით, ძიება ისევ გრძელდება".

[თამუნა უჩიძე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში შსს დეპუტატის მიერ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტს იძიებს
გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალციხეში შუახნის კაცი დააკავეს
არასრულწლოვანი გოგონები 37 წლის კაცს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ
არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისთვის ახალციხეში ბიჭი დააკავეს
დეპუტატი მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე: „ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება“

დამწვარი მანქანების გამოუძიებელი საქმეები